4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

რომან გოცირიძე - რატომ არის საქართველო ერთადერთი, რომელსაც ვენეციის კომისია გვთავაზობს ისეთ წესს, რომელიც არცერთ ქვეყანაში არ არის?

ნახვები: 467 რომან გოცირიძე - რატომ არის საქართველო ერთადერთი, რომელსაც ვენეციის კომისია გვთავაზობს ისეთ წესს, რომელიც არცერთ ქვეყანაში არ არის?

სხვანაირად დავსვათ საკითხი - რატომ არის საქართველო ერთადერთი, უნიკალური და გამონაკლისი, როდესაც ვენეციის კომისია გვთავაზობს ისეთ წესს, რომელიც არცერთ ქვეყანაში არ არის -ვენეციის კომისიაში იმიტომ გაგზავნეთ, რომ მოელოდით, ასე ვთქვათ, თქვენთვის სასარგებლო პასუხს. თქვენთვის სასარგებლო პასუხი ვერ მიიღეთ და ვენეციის კომისიას დასცინით,- ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ უმრავლესობას პარლამენტში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც დეპუტატები „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

მან, ასევე, უმრავლესობის წევრებს ჰკითხა, გააგზავნიან თუ არა ისინი ამიერიდან ვენეციის კომისიაში რაიმეს.

„თქვენ საუბრობდით, რომ სამართლებრივი არგუმენტები მოიყვანეთო და რომელი სამართლებრივი არგუმენტია ის, რომ თურმე თქვენ ვენეციის კომისიას დაუსვით ასეთი შეკითხვა - გვითხარით ევროპის რომელ ქვეყანაში არსებობს ცესკო-ს ფორმირების ასეთი წესი? და გვიპასუხეთ, რომ ევროპის არცერთ სახელმწიფოში, ასეთი რამ არ არსებობსო. თქვენ გგონიათ, რომ ძალიან ჭკვიანური არგუმენტი მოიყვანეთ? სხვანაირად დავსვათ საკითხი - რატომ არის საქართველო ერთადერთი, უნიკალური და გამონაკლისი, როდესაც ვენეციის კომისია გვთავაზობს ისეთ წესს, რომელიც არცერთ ქვეყანაში არ არის? - იმიტომ, გვთავაზობს, რომ არც ერთ ქვეყანაში ევროპის სახელმწიფოში ერთი კაცი არ მართავს ქვეყანას და რეკომენდაციები მორგებულია სწორედ ერთმმართველობაზე და ოლიგარქიული მმართველობის ნაწილობრივ განეიტრალებაზე და ოდნავი ბალანსის შექმნაზე. ახლა გეკითხებით - ვენეციის კომისიაში იმიტომ გაგზავნეთ, რომ მოელოდით, ასე ვთქვათ, თქვენთვის სასარგებლო პასუხს. თქვენთვის სასარგებლო პასუხი ვერ მიიღეთ და ვენეციის კომისიას დასცინით. ბოლოსდაბოლოს ვენეციის კომისიაში ამიერიდან რაიმეს გააგზავნით თუ არა და რა აზრი აქვს ვენეციის კომისიასთან ურთიერთობას თუ თქვენთვის სასურველი პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, კვლავ აი, ამ დემაგოგიური არგუმენტებით დაიწყებთ მტკიცებას?- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა