ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას - რა პრობლემა შექმნა ოპოზიციის წარმომადგენელმა ცესკო-ში, რა დილემები დააყენა?

09.02.2024 ნახვები: 538

რა პრობლემა შექმნა ოპოზიციის წარმომადგენელმა ცესკო-ში ამ წლების განმავლობაში, რა დილემები დააყენა? - ამ ცვლილებით ევროპული რეკომენდაცია სარჩევნო ნაწილში შესრულებულად ჩაითვლება? ამად გვიღირს, რომ შეიძლება არ ჩაითვალოს ეს რეკომენდაცია შესრულებულად? ამ საკითხს ასე ვუყურებ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დეპუტატები „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

მისივე თქმით, დოკუმენტი სისტემაში ახლაც არაა ატვირთული და შესაბამისად შენიშვნების წამოყენებაც შეუძლებელია.

„იმ შეხვედრაზე, რომელსაც გულისხმობთ თქვენ, ასე ვიცოდით, რომ საორგანიზაციო შეხვედრა იყო, იქ დღის წესრიგიც არ იყო განსაზღვრული, რა შენიშვნები უნდა მოგვეტანა „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით?! რა არგუმენტია ეს, რომ „ოპოზიციამ არ მოიტანა შენიშვნები და ამის გამო გამოგვაქვს ეს ვერსია“? მითუმეტეს, იურიდიული კომიტეტის შემდეგ, ჩვენც ვითხოვდით შესაბამის ვერსიას, მათ შორის ელექტრონულად და ასეთი ვერსია არ იყო. ახლა რასაც ვიხილავთ, სისტემაშიც არ არის ატვირთული, არც ვიცით, რას ვიხილავთ და შენიშვნა რასთან დაკავშირებით წარმოვადგინოთ?! რაც შეეხება ამ კონკრეტულ მუხლს, ეს იყო შეთანხმების ნაწილი. მახსოვს, მაშინ ირაკლი კობახიძეც იყო ჩართული, შალვა პაპუაშვილიც. შევთანხმდით, კონსენსუსი იყო, რომ ნდობის გაზრდისთვის ადმინისტრაციული ფუნქციები ჰქონოდა, მათ შორის ოპოზიციას. რა პრობლემა შექმნა ოპოზიციის წარმომადგენელმა ამ წლების განმავლობაში, რა დილემები დააყენა? რა საფრთხეები შექმნა, რა რისკები ოპოზიციის არსებობამ? ისე კი არ ვუყურებ საკითხს, რომ ახლა ოპოზიციას ეყოლება იქ წარმოდგენილიყო, არ ეყოლება, მეორეხარისხოვანია. ევროპული რეკომენდაცია სარჩევნო ნაწილში შესრულებულად ჩაითვლება? გვიღირს იმად, რომ ვიღაცა არ მოგწონთ იქ თუ პოლიტიკური წარმომადგენელია, ამად გვიღირს, რომ შეიძლება არ ჩაითვალოს ეს რეკომენდაცია შესრულებულად? ამ საკითხს ასე ვუყურებ. პრობლემა რომ არ ყოფილა აქამდე, ზუსტად ვიცი და არც მომავალში არ შექმნის ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება თუ არა მოადგილე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა