უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

თეონა აქუბარდია - ხელმოწერები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად არის „ნაციონალური ამომრჩევლისთვის“, მე მანდ არაფერ შუაში ვარ

ნახვები: 553 თეონა აქუბარდია - ხელმოწერები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად არის „ნაციონალური ამომრჩევლისთვის“, მე მანდ არაფერ შუაში ვარ

როგორც ვხვდები, ხელმოწერები არის „ნაციონალური ამომრჩევლისთვის“, მე მანდ არაფერ შუაში ვარ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, გასაგებია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც ქმედებები უნდა აჩვენოს მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, თუმცა, მისი თქმით, ამას ხელმოწერები არ შველის.

„ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროცესში რაღაც ქმედებები უნდა აჩვენოს მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, გასაგებია. პრინციპში, ეს ჰქონდა დაპირება ახალ თავმჯდომარესაც და ამას პროცესში შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია. შესაბამისად, ხელმოწერების შეგროვება პროცესის გაგრძელების მცდელობა მგონია. თუმცა, პრეზიდენტი რომ იწყალებს და ამას ხელმოწერები არ შველის, ეს გასაგებია. შესაბამისად, დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რაც, მე არ ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობაში იყოს გარკვეულწილად ახლებურად წარმოჩენილი, ვიდრე ეს აქამდე იყო“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა