კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი არის მონსტრი, ვინც შეიჭრა უკრაინაში, მოკლა ათასობით ადამიანი, დახოცა ჩეჩნები და სირიელები, შეიჭრა საქართველოში, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მისი დამარცხების

ნახვები: 581 ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი არის მონსტრი, ვინც შეიჭრა უკრაინაში, მოკლა ათასობით ადამიანი, დახოცა ჩეჩნები და სირიელები, შეიჭრა საქართველოში, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მისი დამარცხების

ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს პუტინის დამარცხების, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პუტინი წარმოადგენს საფრთხეს ყველა თავისუფალი ერისთვის.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ მათთვის, ვისაც ეს ჯერ არ გაუგია: პუტინი არის მონსტრი, ვინც შეიჭრა უკრაინაში და მოკლა ათასობით ადამიანი, გაიტაცა და მოახდინა ათობით ათასი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია და ეს ყველაფერი არ არის. პუტინმა დახოცა ჩეჩნები და სირიელები, შეიჭრა საქართველოში და გასცა თავისი ოპონენტების მკვლელობის განკარგულება როგორც კრემლის კედლებს გარეთ, ისე ლონდონისა და ბერლინის გულშიც. გუშინ მან სცადა, ყველა ჩვენგანისთვის გამოეგზავნა გზავნილი, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნისას პუტინმა მოკლა კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი. ამიტომ ნუ გვეშინია პუტინის დამარცხების და მისი რეჟიმის განადგურების. – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა