18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

გიდების ასოციაციის დამფუძნებელი - საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებმა ხშირ შემთხვევაში საქართველოს ისტორია არ იციან და ტურისტებს ფაქტებს დამახინჯებულად აწვდიან

20.02.2024 ნახვები: 493

საქართველოს გიდების ასოციაციის დამფუძნებლის, ქეთევან მელაძის განცხადებით, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებმა ხშირ შემთხვევაში, საქართველოს ისტორია არ იციან და ტურისტებს ფაქტებს დამახინჯებულად აწვდიან.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტში მიმდინარეობს „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებს დაარეგულირებს.

როგორც მან აღნიშნა, იმის გასარკვევად, თუ რამდენად სწორად აწვდიან ინფორმაციას ტურისტებს გიდები, „ალბათ, შეიქმნება ტურისტული პოლიცია, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთშია“.

„ვფიქრობ, კანონში ცვლილება შევა. ჩვენ მოთხოვნები უკვე დაყენებული გვაქვს. კანონპროექტზე 2-ჯერ შედგა შეხვედრა. სექტემბერში უკვე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რასაკვირველია, არის ცვლილებები კანონში, ვინაიდან საქართველოში შემოსული სხვა ქვეყნის მოქალაქე გიდები ნამდვილად პრობლემას ქმნიან და ამასთან, ისინი არსად ფიქსირდებიან, ასევე, მათ საქართველოს ისტორია არც კი იციან. ისინი უბრალოდ გზამკვლევებით მიჰყვებიან {ჯგუფებს} და ამახინჯებენ ისტორიულ ფაქტებს, რაც საქართველოში შეიძლება გიდმა მოუთხროს. ეს საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის აღმოფხვრას ჩვენ ვცდილობთ ზუსტად კანონში შეტანილი ცვლილებით. თუნდაც ის, რომ გიდმა აუცილებლად უნდა იცოდეს ქართული ენა გარკვეულ დონეზე. აუცილებელია ამ ჯგუფებს დახვდეს ის ქართველი ჯგუფები, რომლებიც შემდეგ გაუძღვებიან მათ ტურხელმძღვანელებთან ერთად“, - განაცხადა მელაძემ.

საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, თუ გიდს გამოცდა ჩაბარებული არ აქვს და არ ფლობს სერტიფიკატს, ისინი ასოციაციაში ვერ ხვდებიან. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ასოციაციაში 300-მდე წევრია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა