უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ფინანსთა მინისტრი პენსიების შესახებ „ლელოს“ დაპირებაზე - არანაირ გათვლებზე არ არის დაყრდნობილი აღნიშნული ინიციატივა

ნახვები: 554 ფინანსთა მინისტრი პენსიების შესახებ „ლელოს“ დაპირებაზე - არანაირ გათვლებზე არ არის დაყრდნობილი აღნიშნული ინიციატივა

არანაირ გათვლებზე არ არის დაყრდნობილი აღნიშნული ინიციატივა - ეს არის უბრალოდ მოსახლეობის მოტყუების მცდელობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე პარტია „ლელოს“ დაპირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა, რომლის თანახმად, რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირობებში, პენსიები 1000 ლარამდე გაიზრდება.

„პროგრამის ეს ნაწილი, რომელიც ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა წარმოადგინა, არის მაგალითი, როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დარჩა, რომელსაც ერთხმად არ ეთქვა, რომ ეს არარეალურია. არანაირ გათვლებზე არ არის დაყრდნობილი აღნიშნული ინიციატივა. ბუნებრივია, ყველა ხვდება რასაც ემსახურება. ერთადერთი რასაც ემსახურება ისაა, რომ შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს მოსახლეობა და ამით გარკვეული დივიდენდები მიიღონ. პროგნოზებსაც და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენად რეალური ან არარეალისტურია, მათემატიკურადაც შეუძლებელია უბრალოდ ასეთი გათვლების განხორციელება. ჯამში, რაც წარმოადგინეს, დაახლოებით 6 მილიარდი ლარია დამატებით საჭირო იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდეს. ეს იდეები და მოსაზრებები, რასაც ამ პოლიტიკური ჯგუფისგან ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს, თუ არა გაზრდის მიმართულებით ვერაფერს ვერ შეცვლის ნამდვილად. შესაბამისად, ამ ნაწილში მთლიანი პოლიტიკური სპექტრიც თანხმდება, რომ ეს იდეები უბრალოდ არც სწორია და მათემატიკურადაც შეუძლებელია. 9%-იანი ეკონომიკური ზრდით რომ 4 წელიწადში 100%-ს რომ ვერ მიიღებთ, ეს მაქსიმუმ მე-5, მე-6 კლასის მათემატიკის საკითხია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს არის მოსახლეობის მოტყუების მცდელობა.

„პენსია არ არის ერთადერთი საპენსიო მუხლი, რომლებსაც პენსიონერები ამა თუ იმ ფორმით სახელმწიფოსგან მხარდაჭერას და დახმარებას იღებენ. შემიძლია გითხრათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების დაახლოებით 70%-ზე მეტი სწორედ პენსიონერების მიმართულებით მიემართება და სხვა მრავალი პროგრამიდანაც სახელმწიფოს აქვს პენსიონერების მიმართ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა. რაც შეეხება იმ პოპულისტურ გეგმებს თუ პროგრამას, რომელიც წარმოდგენილი იყო კონკრეტულად ერთი პარტიის მიერ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უბრალოდ ჩვენი მოსახლეობის მოტყუების მცდელობა, რაც ვფიქრობ, ვერ განხორციელდება“,- განაცხადა ხუციშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა