აშშ-ის საელჩო - 1992 წლის 23 აპრილს აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა, დღეს, 34 წლის შემდეგ, სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოში
Prince Harry arrives in Ukraine on unannounced visit
War update: 159 battles on front lines; 36 enemy assaults repelled in Pokrovsk sector
Defense forces strike oil facilities in Samara and Nizhny Novgorod regions
Russian military loses another 1,100 troops and 58 artillery systems in war against Ukraine
Tochytskyi: Ukraine expects more countries to join Special Tribunal agreement soon
Spain provides Ukraine with 100 VAMTAC armored vehicles and artillery shells
Due to aircraft shortage, Russia returns worn-out equipment to service — intelligence

დასავლური „ოცნება“, ანუ რატომაა ივანიშვილი დასავლეთისთვის მისაღები

28.11.2020 ნახვები: 1130

 წლიდან წლამდე ერთი უცნაური მოვლენის მოწმენი ვართ - „ქართული ოცნება", რომელსაც საქართველოში ხშირად და ზოგჯერ დამსახურებულადაც პრორუსულ ძალად მიიჩნევენ, დასავლეთისგან დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ამ მხრივ ბიძინა ივანიშვილი უაღრესად იღბლიანი ადამიანია, როგორც ამბობენ, „ავრორამ მისთვის გაისროლა". მისი კაპიტალი ქვეყნის მშპ-ს 30%-ზე მეტია, ის აკონტროლებს ადმინისტრაციულ რესურსს ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო უმსხვილესი დამსაქმებელია. მისმა პროპაგანდამ ქვეყანაში უიმედობა და ღრმა პოლიტიკური აპათია დათესა, რომელიც სრულიად გაკოტრებულ „ოცნებას" ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას აი, უკვე მესამედ აძლევს.
თითქოს ეს არ იყო საკმარისი და ღმერთმა ბიძინას უსაზღვრო საერთაშორისო მხარდაჭერაც აჩუქა. მას ყველაფერი ეპატიება - არჩევნების გაყალბება, სასამართლო სისტემის გაუპატიურება, საკუთარი ადვოკატის მთავარ პროკურორად დასმა, მიტინგების საკმაოდ ხისტი დაშლა..

„ოცნებას" საერთაშორისო საზოგადოება ისეთ რაღაცებს პატიობს, რასაც არასდროს აპატიებდა სხვას. მაგალითად, 2007 წლის ნოემბრის გამო სააკაშვილს გადადგომა მოუწია, 2019 წლის 20 ივნისმა კი რეაქცია არ გამოიწვია.
იგივეს ვხედავთ დღესაც - გაყალბებული არჩევნების გამო „ქართულ ოცნებას" ერთი მეტ-ნაკლებად მკვახე საყვედურიც კი არ მიუღია. თუ იყო კრიტიკა, ძალიან რბილი და უკბილო.
31 ოქტომბრისადმი დასავლეთის დამოკიდებულებაზე ყველაზე ნათლად ის მეტყველებს, რომ ევროპა, აშშ, პირადად მაიკ პომპეო, მოკლედ, ყველა, ოპოზიციას მხოლოდ ერთ რამეს სთხოვს - პარლამენტში შესვლას.
მოკლედ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებმა ჩაიარა, შედეგები კი ყველაზე მაღალ დონეზე „გაპრავდა". ქართული საზოგადოების არნახულმა პოლიტიკურმა აპათიამ და „ოცნებისადმი" საერთაშორისო საზოგადოების წარმოუდგენელმა კეთილგანწყობამ ეს საკითხი საბოლოოდ დახურა.

ოპოზიციას კი ერთად-ერთი დარჩენია - მოემზადოს 2024 წლისთვის. მომავალი არჩევნები სულ სხვანაირი იქნება - მთლიანად პროპორციული სისტემით და 5%-იანი ბარიერით.
2024 წელს, ქართულ საზოგადოებას რთული და ძალიან სარისკო არჩევანის გაკეთება მოუწევს - მაღალი ბარიერის პირობებში მცირე პარტიებისთვის ხმის მიცემა, ფაქტიურად, „ოცნებისთვის" მეოთხე ვადის ჩუქებას ნიშნავს.
არჩევანი იქნება მარტივი და ამავე დროს, ძალიან რთული - ან „ოცნება", ან „ნაციონალები", თუმცა ეს უკვე სულ სხვა თემაა, ჩვენ კი დღეს ბიძინა ივანიშვილის საოცარ საერთაშორისო მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ.
რაშია საქმე? რატომ გამოდის, რომ თითქოს პრორუსულ „ოცნებას" დასავლეთის მხრიდან ისეთი მხარდაჭერა აქვს, როგორიც მკვეთრად პროდასავლურ სააკაშვილის ადმინისტრაციას არც დაესიზმრებოდა?
ჩვენთან კი თვლიან „ქოცებს" პუტინის აგენტებად, მაგრამ როგორც ჩანს, დასავლეთში ამ აზრს არ იზიარებენ და, პირიქითაც, „საოცნებო" საქართველოს საიმედო და ერთგულ პარტნიორს უწოდებენ.
იქნებ ჩვენ გვესმის რაღაცა არასწორად და „ქოცები", სინამდვილეში, პრორუსები არ არიან?
ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია კულუარებიდან და შეგვიძლია, მხოლოდ ვიმსჯელოთ და ვიმარჩიელოთ ამ საკითხზე.
ალბათ, საქმე ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილის საქართველოს საგარეო კურსი ზუსტად ისეთია, როგორიც დასავლეთს აწყობს.

2012 წელს, მან განაცხადა, რომ საქართველო დასავლეთს და რუსეთს შორის დავის თემა არ უნდა იყოს და ეს გამონათქვამი ჩვენში დიდი კრიტიკის საგანი გახდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენგან ევროპას და აშშ-ს სურს.
დემონსტრაციული პროდასავლურობა, საქართველოს და რუსეთის დაპირისპირების საკითხის მუდმივი გატანა საერთაშორისი არენაზე დასავლეთისთვის ძალიან დამღლელია. ევროპელებს და ამერიკელების ამის იგნორირება არ შეუძლიათ, თუმცა რამის გაკეთების შესაძლებლობაც არ აქვთ.

ისინი თვლიან, რომ საქართველის საკითხის მუდმივი აქტუალიზება საერთაშორისო არენაზე, პრაქტიკული თვალსაზრისით, უსარგებლოა და მორალურად ძალიან შემაწუხებელი.
„ამ ქართველებმა თავი მოგვაბეზრეს რუსეთთან მუდმივი კონფრონტაციით, ნატო-ში შესვლაზე ლაპარაკით. რა უნდათ ჩვენგან, ხომ იციან, რომ ვერაფრით დავეხმარებით, იქნებ, ცოტა ხნით თავი დაგვანებონ," - ალბათ, ასე საუბრობდნენ ერთმანეთში ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები 2013 წლამდე, როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკა ჰიპერაქტიული იყო.
ბიძინამ დასავლეთს საქართველოს ორღობე პრობლემებისგან დასვენების საშუალება მისცა.
ბრიუსელის და ვაშინგტონის აზრით, „ოცნება" არაა პრორუსული ძალა, ის ზომიერად პროდასავლურია. „ქოცები" ზოგად პროდასავლურ კურსს ინარჩუნებენ, თუმცა ევროპას და აშშ-ს ზედმეტად არ აწუხებენ.. ეს ხომ სწორედ ისაა, რაც დასავლეთს ჩვენგან სურს.
იარეთ ნატოსკენ მიმავალ გზაზე, ოღონდ ხშირ-ხშირად ამ საკითხით არ შეგვაწუხოთ. ხომ იცით, მაინც ვერ მიგიღებთ, რატომ გვაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში? რუსეთთანაც ზედმეტად ხშირად ნუ დაგვაპირისპირებთ, აზრი არა აქვს, ტყულად ნუ მოგვაბეზრეთ თავი...

„ქართული ოცნება" დასავლეთის „ოცნებაც" არის - ზედმეტად არ აწუხებს და თავისი ჭარბი აქტიურობით უხერხულ მდგომარეობაში არ აყენებს.
ამავე დროს ზოგად კურსს ინარჩუნებს, მთლიანობაში, ქვეყანაში განსაკუთრებული დიქტატურა არ არის, ასე თუ ისე, რაღაც დემოკრატიული ნორმები მოქმედებს, კორუფცია მეტ-ნაკლებად დასაშვებ ფარგლებშია...
ზომიერი პროდასავლურობაა ის, რაც რეალურად, საქართველოსგან დასავლეთს სურს და ამას „ოცნებისგან" იღებს.
სწორედ ამით აიხსნება „ქოცების„ ასეთი არნახული და ერთსულოვანი მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან.
თენგიზ აბლოთია


 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა