18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

გიორგი ვაშაძე - ვერ ჩაითვლება წარმატებად ის, რასაც მძარცველთა კასტა წარმატებად ასაღებს

23.02.2024 ნახვები: 484

ვერ ჩაითვლება ვერც ერთ შემთხვევაში წარმატებად ის, რასაც დღეს ასაღებს წარმატებად მძარცველთა კასტა - ყველა პენსიონერს 4 წლის მანძილზე 4-ჯერ მეტი თანხის გადახდა მოუწევს, ვიდრე მათ აქვთ სესხად გამოტანილი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს (26%), რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.

ვაშაძის თქმით, „კაბალური პირობებით გაცემული სესხები პენსიონერებს უნდა ჩამოეწეროთ.“

„ეს ნიშნავს არაფერს. ყველა პენსიონერს 4 წლის მანძილზე 4-ჯერ მეტი თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე მათ აქვთ სესხად გამოტანილი. 26 % - ყველაზე მაღალ პროცენტს იხდიან პენსიონერები, ეს უსამართლობაა, სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ ცვლილებები, რომელიც მოახლოვდა და პირობას ვდებთ, ყველა პენსიონერს ვეუბნებით, ეს უსამართლო ცხოვრება დამთავრდება „ქართული ოცნების“, ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებიდან გაშვებისთანავე. ჩვენ გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციები, რომ პენსიონერს არ მოუწიოს წამალსა და საჭმელს შორის არჩევანის გაკეთება, არ დასჭირდეს საპენსიო სესხის აღება. ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვწეროთ ეს კაბალური პირობებით გაცემული საპენსიო სესხები და აღარ ჰქონდეს ყოველთვიურად 70-90 ლარი გადასახდელი პენსიონერს. ვერ ჩაითვლება ვერც ერთ შემთხვევაში წარმატებად ის, რასაც დღეს ასაღებს წარმატებად მძარცველთა კასტა. ელიტა მდიდრდება და ხალხი ღარიბდება. ბანკებს 3 მილიარდი მოგება 2023 წელს და პენსიონერებმა კიდევ 26% უნდა იხადონ თურმე საპენსიო სესხებში. ჩვენ მოვიტანთ იმ ევროპულ სტანდარტს რაც ძალიან სჭირდება ქვეყანას და წავალთ წინ. ეს არის გზა, რომელიც უნდა ავირჩიოთ, ცვლილებების დრო მოახლოვდა და ამას უზრუნველვყოფთ ქართველ ხალხთან ერთად,“- განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა