უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში

ნახვები: 553 ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში

ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ არ ჰქონიათ.

„რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას საარჩევნო პროცესებში, ეს არის მასზე და მის ხედვაზე დამოკიდებული. ჯერჯერობით ჩვენ არ გვქონია საუბარი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გვექნება შეკრებები და დაიგეგმება საარჩევნო კამპანია. გავიმეორებ, მასზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებებს“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, ვინ არიან მთავრობის წარმომადგენლები, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილი ხაზზე იყო, კობახიძემ აღნიშნა, რომ მას და კახა კალაძეს ჰქონდათ კომუნიკაცია.

„დაახლოებით შეგიძლიათ ივარაუდოთ სამთავრობო და პარტიული იერარქიიდან გამომდინარე. მე მქონდა მასთან კომუნიკაცია, კახი კალაძეს და შეგიძლიათ ივარაუდოთ პარტიული სამთავრობო იერარქიის მიხედვით“, – აღნიშნა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა