უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ევროპის ლიდერები პარიზში უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ

ნახვები: 554 ევროპის ლიდერები პარიზში უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით, ევროპის 20-მდე ქვეყნის ლიდერი დღეს პარიზში უკრაინის საკითხზე იმსჯელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ელისეის სასახლე ავრცელებს.

როგორც საფრანგეთში აცხადებენ, ევროპელი ლიდერების გზავილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის, რომ უკრაინის საკითხებში ევროპა მტკიცეა და ისინი უპირისპირდებიან რუსეთის ნარატივს, რომ ის აუცილებლად მოიგებს ომს.

„ჩვენ გვინდა ძალიან მტკიცე მესიჯის გაგზავნა პუტინისთვის, რომ ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში. ჩვენი მიზანია ამ იდეის დანგრევა. მას სურს დაგვაჯეროს, რომ ის როგორღაც გაიმარჯვებს“, – განაცხადა ელისეის სასახლის წარმომადგენელმა მედიასთან.

„როიტერი“ წერს, რომ პარიზში შეხვედრას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრი სანჩესი და სხვა ქვეყნის ლიდერებიც დაესწრებიან. ხოლო შეერთებული შტატებიდან კონფერენციზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი დაესწრება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა