უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპი არ იცნობს პუტინს, რადგან არასდროს უბრძოლია პუტინთან

ნახვები: 552 ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპი არ იცნობს პუტინს, რადგან არასდროს უბრძოლია პუტინთან

ტრამპი არ იცნობს პუტინს, რადგან მას არასდროს უბრძოლია პუტინთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელების წინააღმდეგ წავა, თუ ის, უკრაინის ნაცვლად, რუსეთის მხარდაჭერას აირჩევს.

„ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, დონალდ ტრამპი იყოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარეს. ეს დაუჯერებელია. ვფიქრობ, დონალდ ტრამპი არ იცნობს პუტინს. ვიცი, რომ ის შეხვდა მას, მაგრამ არასოდეს უბრძოლია პუტინთან. აშშ-ის ჯარისკაცებს არასოდეს უბრძოლიათ რუსეთის ჯარისკაცებთან. არასოდეს. მე უკეთესად მესმის. ვფიქრობ, მას არ ესმის, რომ პუტინი არასოდეს გაჩერდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინა არა მხოლოდ ვერ იბრძოლებს ახალი მიღწევებისთვის, არამედ გაუჭირდება თავის დაცვაც.

„ხალხი მომზადებული იქნება, მაგრამ საბრძოლო მასალა არ იქნება და ჯარისკაცები არ იქნებიან მზად. არამხოლოდ ჩვენი კონტრშეტევისთვის, ისინი არ იქნებიან მზად თავდაცვისთვის. ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესაუბრა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერს, მაიკ ჯონსონს უკრაინისთვის დახმარების პაკეტზე და ამ საუბრის შემდეგ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, ის ჩვენს მხარესაა და ესმის, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები გმირები არიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა