პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

დმიტრო კულება - რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კონტინენტზე მშვიდობისა და ნეიტრალიტეტის ეპოქა დაასრულა

ნახვები: 507 დმიტრო კულება - რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კონტინენტზე მშვიდობისა და ნეიტრალიტეტის ეპოქა დაასრულა

რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და საფრთხემ, რომელსაც კრემლი უქმნის ევროპას, კონტინენტზე მშვიდობისა და ნეიტრალიტეტის ეპოქა დაასრულა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ The Irish Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

კულებამ აღნიშნა, რომ თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო საშუალება.

„პირადად მე მჯერა, რომ დასრულდა ნეიტრალიტეტის ეპოქა, ისევე, როგორც ევროპაში მშვიდობის ეპოქა. ეს სამწუხარო რეალობა არის ჩვენი კონტინენტის აღმოსავლეთში ახალი რევანშისტული და იმპერიული ძალის, ანუ პუტინის დიქტატურის შედეგი“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინას დაიკავებს, ის არ გაჩერდება, ამიტომ, მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა ყველა საჭირო იარაღით არის საუკეთესო გზა ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ევროპაში წარმოებული ყოველი საარტილერიო ჭურვი ევროპის დაცვას უნდა ემსახურებოდეს“, – აღნიშნა კულებამ.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თხოვნით მიმართა უკრაინელებს, რომლებიც ქვეყნიდან წავიდნენ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დაბრუნდნენ და დაეხმარონ თავიანთი სამშობლოს დაცვაში.

„ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ არჩევანს, მაგრამ ასევე მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, განიხილონ სახლში დაბრუნება“, – აღნიშნა კულებამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა