ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

გია ბარამიძე - 2024 წლის არჩევნები იქნება ქართველი ხალხის შანსი

06.03.2024 ნახვები: 534

2024 წლის არჩევნები იქნება ქართველი ხალხის შანსი, თავი დააღწიოს 12-წლიან ოლიგარქიულ მმართველობას, კორუფციასა და კლეპტოკრატიას, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

„2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება პირდაპირ განპირობებული იქნება ამ არჩევნების ხარისხითა და შედეგებით, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში. მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა და გამოწვევისა, უპირველეს ყოვლისა, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობისა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება პუტინის პირად ტყვედ მიიჩნევს, ეს არჩევნები იქნება ქართველი ხალხის შანსი, თავი დააღწიოს 12-წლიან ოლიგარქიულ მმართველობას, კორუფციასა და კლეპტოკრატიას; დააბრუნოს ქვეყანა პროდასავლურ რელსებზე და სწრაფი ეკონომიკური ზრდის გზაზე, რაც შექმნის ღირსეულ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს მოქალაქეებისთვის; შეაჩეროს ცუდი ეკონომიკური და სოციალური პირობებით გამოწვეული ქართველების მასობრივი ემიგრაცია; უზრუნველყოს თავისუფალი სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა. საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წელს. „ნაციონალური მოძრაობა“ მოწოდებულია, შეიტანოს წვლილი და წარმართოს კონსოლიდირებული ძალისხმევა საქართველოში პროდასავლური დემოკრატიული ძალების ერთიანობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით. 2008 წლიდან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პატივი, იყოს ევროპის სახალხო პარტიის ოჯახის წევრი, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. დარწმუნებული ვარ, რომ ასოცირებული წევრობის სტატუსი „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ უფრო მეტ უფლებას მისცემს, შეასრულოს მთავარი როლი საქართველოსთვის ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში და უზრუნველყოს ქვეყნის ევროინტეგრაცია უახლოეს წლებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ენმ შეძლებს ამ პრორუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებას და მშვიდობიანად გადაიყვანს მას ოპოზიციაში. ვიმედოვნებ, რომ დღეს ჩემი პარტიისთვის ისტორიული გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

ბუქარესტში „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) კონგრესში მონაწილეობას იღებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გია ბარამიძე და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა