ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

„ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

07.03.2024 ნახვები: 536

ევროკავშირის წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ, „ევროპის სახალხო პარტიამ“ მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას. ის ევროპის სახალხო პარტიის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წინაშე მთავარ გამოწვევებს შორის დაასახელა ომი უკრაინაში, კრიზისი ღაზაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიაციას იწვევს, და ჩინეთის აღზევება.

ბუქარესტში, პარტიის ყრილობაზე გამართული კენჭისყრის დროს მას 400-მა დელეგატმა მისცა ხმა, ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის წინააღმდეგ 89 დელეგატი წავიდა.

„აქ, სახლში პუტინის მეგობრები ცდილობენ, გადაწერონ ჩვენი ისტორია და მოგვპარონ მომავალი. კლავიატურას ამოფარებულნი, ისინი სიძულვილს ავრცელებენ. ჩვენი მშვიდობიანი და ერთიანი ევროპა პოპულისტების, ნაციონალისტების, დემაგოგების მხრიდან გამოწვევის წინაშეა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სიტყვით გამოსვლისას.

ევროპარლამენტის არჩევნები ივნისის დასაწყისში გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა