უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ჯო ბაიდენი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე - ერთადერთი რეალური გამოსავალი არის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა

ნახვები: 553 ჯო ბაიდენი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე - ერთადერთი რეალური გამოსავალი არის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა

ერთადერთი რეალური გამოსავალი არის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა. მე ამას ვამბობ, როგორც ისრაელის მხარდამჭერი და ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ომის დროს ეწვია ისრაელს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არ არსებობს სხვა გზა, რომელიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებასა და დემოკრატიას. არ არსებობს სხვა გზა, რომელიც უზრუნველყოფს პალესტინელების მშვიდობიანად და ღირსეულად ცხოვრებას“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, ისრაელს უფლება „ჰამასს“ დაუპირისპირდეს და „ჰამასს“ შეუძლია დღესვე დაასრულოს ეს კონფლიქტი მძევლების გათავისუფლებით, იარაღის დაყრით და 7 ოქტომბერზე პასუხისმგებელი პირების ჩაბარებით.

„ისრაელს აქვს დამატებითი ტვირთი, რადგან „ჰამასი“ იმალება და მოქმედებს მშვიდობიან მოსახლეობაში. მაგრამ ისრაელს ასევე აქვს ფუნდამენტური პასუხისმგებლობა, დაიცვას უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზაში. ამ ომმა უფრო დიდი ზიანი მიაყენა უდანაშაულო მოქალაქეებს, ვიდრე ყველა წინა ომმა ღაზაში ერთად. 30 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. მათი უმრავლესობა არ არის „ჰამასის“ წევრი - ათასობით უდანაშაულო ქალი და ბავშვია. გოგოები და ბიჭები ობლები დარჩნენ. კიდევ 2 მილიონი პალესტინელი დაბომბვის ქვეშაა ან იძულებით გადაადგილებულია. დანგრეული სახლები, უბნები ნანგრევებში, ოჯახები საკვების, წყლის, მედიკამენტების გარეშე არიან დარჩენილი - გულსატკენია“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები უწყვეტად მუშაობს ღაზაში დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად და ასევე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მისაღწევად.

„უწყვეტად ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაუყოვნებლივ დამყარების მიზნით, რომელიც მინიმუმ ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ეს მძევლებს სახლში დააბრუნებს, აუტანელ ჰუმანიტარულ კრიზისს შეამსუბუქებს და რაღაც უფრო მდგრადისკენ წაგვიყვანს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა