ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხელისუფლების თავდასხმა გამოწვეულია იმ შიშებით, რასაც ისინი განიცდიან

09.03.2024 ნახვები: 533

სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხელისუფლების თავდასხმა გამოწვეულია იმ შიშებით, რასაც ისინი განიცდიან - სალომე ზურაბიშვილი ამხელს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკას, ამხელს პრორუსობაში და იმაში, რომ „ქართული ოცნება“ არ არის სოლიდარული უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განუცხადა.

მან ისაუბრა პრეზიდენტის ინიციატივაზე ოპოზიციის გაერთიანების შესახებ.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არის ის, რომ შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომელიც ყველასთვის საერთო იქნება.

„[შეხვედრებზე] პრეზიდენტმა მოიწვია „ქართული ოცნებაც“, ეს არ არის რაღაც პარტიული ინიციატივა. უნდა შეიქმნას ქარტია, სადაც ჩამოყალიბებული იქნება ისეთი იდეა, მათ შორის 9 რეკომენდაცია,რომელშიც ცვლილებას ვითომ აპირებს ხელისუფლება, მაგრამ სინამდვილეში არ აპირებს და რომლებიც იქნება გამაერთიანებელი და არა განმასხვავებელი. ეს ქარტია და მისი ტექსტი, იდეა ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ამ იდეას ჩვენ ვუერთდებით. მათ შორის, მოწვეულია ხელისუფლება, მაგრამ ბუნებრივია, ისინი ამას ხელს არ მოაწერენ. შეიძლება ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამაც უარი თქვას, მაგრამ თავისთავად იდეა იმის თაობაზე, რომ შევთანხმდეთ პრინციპებზე, რომელიც ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციას დააჩქარებს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხელისუფლების თავდასხმა გამოწვეულია იმ შიშებით, რასაც ისინი განიცდიან - სალომე ზურაბიშვილი ამხელს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკას, ამხელს პრორუსობაში და იმაში, რომ „ქართული ოცნება“ არ არის სოლიდარული უკრაინის მიმართ. ამიტომ არის მთელი ეს კამპანია ატეხილი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.

დეპუტატის მოსაზრებით, „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, გააგრძელებს პრეზიდენტზე თავდასხმას, რადგანაც პრეზიდენტი მათ ამხელს ქვეყნის შიგნით და დასავლეთში.

რეალურად, „ქართული ოცნების“ სარკე არის სალომე ზურაბიშვილი, „ქართულ ოცნებას“ აჩვენებს ანარეკლს, ის აჩვენებს როგორც საპარლამენტო გამოსვლებში, ისე ჩვენ დასავლელ პარტნიორებს.

„რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსისთვის ვეტოს დადებას, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ვეტოს დადება, ბუნებრივია, სწორია რითაც კიდევ ერთხელ არის ნაჩვენები, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ „ქართული ოცნება“ არაფრის გაუმჯობესებას არ აპირებს და დღევანდელ ვითარებასაც კი, აუარესებს“, - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა