უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მამუკა მდინარაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ექიმი-კარდიოლოგის, ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება

ნახვები: 554 მამუკა მდინარაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ექიმი-კარდიოლოგის, ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ექიმი-კარდიოლოგის, ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, აღნიშნული საკითხი პრემიერთანაც გადაამოწმა.

„ისე კატეგორიულად დადეთ განცხადება, რომ ეჭვი შემეპარა და პრემიერ-მინისტრსაც მივწერე. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ კანდიდატს. ამასთან დაკავშირებით თქვენი [„მთავარი არხის“] გახმოვანებული ინფორმაცია არის აბსოლუტურად ტყუილი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილს ექიმი-კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, „მთავარი არხის“ ცნობით, მას თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ჟორჟოლიანი დაიკავებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა