ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს

კრემლის მოწინააღმდეგე რუსული შეიარაღებული ჯგუფები - ჩვენს მიწას რეჟიმს სანტიმეტრი სანტიმეტრი წავართმევთ

ნახვები: 499 კრემლის მოწინააღმდეგე რუსული შეიარაღებული ჯგუფები - ჩვენს მიწას რეჟიმს სანტიმეტრი სანტიმეტრი წავართმევთ

უკრაინაში დაფუძნებული ჯგუფები, რომლებიც, კრემლის მოწინააღმდეგე რუსებისგან შედგება, აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში შეიჭრნენ.

„ჩვენს მიწას რეჟიმს სანტიმეტრი სანტიმეტრი წავართმევთ“, - წერს „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ „ტელეგრამ“ პოსტში.

რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის ფაქტი დაადასტურა „ციმბირის ბატალიონმაც“. მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი დივერსანტები რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას სამი მიმართულებით ტანკებითა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით შეეცადნენ.

უწყების მტკიცებით, რუსეთის არმიამ, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან და სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებთან ერთად, სახელმწიფო საზღვრის დარღვევა არ დაუშვა.

„რუსეთმა ჩაშალა კიევის რეჟიმის მცდელობა შეჭრილიყო რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ტერიტორიაზე ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა