უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ენტონი ბლინკენმა ჯოზეფ ბორელს ვაშინგტონში უმასპინძლა

ნახვები: 553 ენტონი ბლინკენმა ჯოზეფ ბორელს ვაშინგტონში უმასპინძლა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს ვაშინგტონში უმასპინძლა.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, მოხარულია, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის განსაკუთრებული სიახლოვეა.

„ჩვენ მადლობელი ვართ პარტნიორობისთვის, ამ პარტნიორობის გაძლიერებით და ფაქტით, რომ ბევრი კრიტიკული საკითხია, რასთან გამკლავებაც გვიწევს. ამან კიდევ უფრო დააახლოვა აშშ და ევროკავშირი“, – განაცხადა ბლინკენმა.

შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომი, რასაც ბორელმა ევროპისთვის ყველაზე დიდი პრობლემა უწოდა. განხილულ საკითხებს შორის იყო ასევე ჰუმანიტარული ვითარება ღაზის სექტორში.

ამასთან, ბორელმა მადლობა გადაუხადა ბლინკენს ძალისხმევისთვის ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მხრივ, თუმცა აღნიშნა, რომ უნდა გაიხსნას სახმელეთო გზით დახმარების მიწოდებაც. მისივე თქმით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კუთხით უფრო მეტი უნდა გაკეთდეს.

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ღაზაში მოსახლეობის გადარჩენა სასწორზე დევს. თქვენ არ შეგიძლიათ ათასობით სატვირთოს შეცვლა საჰაერო ბურთის გაგზავნით. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, გაიხსნას საზღვარი ხმელეთით და გაგრძელდეს ან დაიწყოს მუშაობა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტაზე, რომელსაც ორივე, აშშ და ევროკავშირი მხარს ვუჭერთ. ეს არის ერთადერთი გზა გრძელვადიანი მშვიდობისთვის“, – აღნიშნა ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა