პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ვლადიმერ პუტინი - კიევის ნეონაცისტური რეჟიმი დაუსჯელი არ დარჩება

ნახვები: 505 ვლადიმერ პუტინი - კიევის ნეონაცისტური რეჟიმი დაუსჯელი არ დარჩება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთზე დარტყმებს არჩევნების პროცესის ჩასაშლელად და მოსახლეობის დასაშინებლად ახორციელებს. ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოწინააღმდეგის დარტყმები დაუსჯელი არ დარჩება.

„ხმის მიცემის პროცესის ჩაშლის, თუნდაც უკრაინასთან სასაზღვრო ოლქებში ხალხის დაშინების მიზნით, კიევის ნეონაცისტურმა რეჟიმმა ჩაიფიქრა და ცდილობს, განახორციელოს დანაშაულებრივი დემონსტრაციული შეიარაღებული აქციების რიგი. ეს, პირველ რიგში, რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებზე დარტყმების განხორციელებაა“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მოწინააღმდეგის რაკეტებისა და ჭურვების 95 პროცენტი ნადგურდება რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ, თუმცა არიან დაზარალებულები მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

პუტინმა აღნიშნა, რომ 12 მარტის შემდეგ განხორციელდა „დივერსიული ტერორისტული თავდასხმების სერია“, ოთხი ბელგოროდის და ერთი კურსკის ოლქებში, რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევისა და გამაგრების მიზნით.

„სამხედრო თვალსაზრისით ამ უაზრო და ჰუმანიტარული თვალსაზრისით დანაშაულებრივი აქციების მიზანია, მცდელობა, ხელი შეუშალონ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი, რუსეთის მოსახლეობა ამას უფრო მეტი ერთიანობით უპასუხებს“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ამ ქმედებების კიდევ ერთი მიზანი შეიძლება იყოს საკუთარი ხალხისა და სხვა ქვეყნების საზოგადოებების ყურადღების გადატანა ბრძოლის ველზე შექმნილი რეალური მდგომარეობიდან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა