უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ზურაბ ჭიაბერაშვილი - სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას

ნახვები: 554 ზურაბ ჭიაბერაშვილი - სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას

სტოლტენბერგის განცხადება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით, მოწმობს იმას, რომ ეს არის მთავარი წინაპირობა ევროკავშირსა და NATO-ში გასაწევრიანებლად , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს არა კავკასიურ კონტექსტში, არამედ როგორც ევროკავშირისა და NATO-ს მომავალ წევრ ქვეყანას ისე უნდა მოიხსენიებდნენ.

„გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კავკასიურ კონტექსტში კი არ მოგვიხსენიებდნენ, არამედ ქვეყნად, სადაც დემოკრატიული რეფორმები ხორციელდება და რომელიც ძალიან მალე გახდება როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს წევრი. ჩვენ რომ დღეს ამ მიმართულებით ჩამორჩენა და პრობლემები გვაქვს, ისევ კავკასიურ კონტექსტში რომ აღმოვჩნდით, ეს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის დამსახურებაა. სტოლტენბერგმაც ხაზი გაუსვა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ზუსტად იმიტომ, რომ ეს არის წინაპირობა იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა ნაბიჯები ევროკავშირისა და NATO-სკენ გადადგას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა