სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

ურსულა ფონ დერ ლაიენი - თუ ჩვენ გავაერთიანებთ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ, იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენი კონტინენტისთვის

ნახვები: 483 ურსულა ფონ დერ ლაიენი - თუ ჩვენ გავაერთიანებთ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ, იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენი კონტინენტისთვის

ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ თუ გავაერთიანებთ, იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენი კონტინენტისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წინაშე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც ფონ დერ ლაიენმა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატისადმი მიმართვისას აღნიშნა, გაწევრიანების მოლაპარაკებები ჯერ ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შემდეგ უკრაინასა და მოლდოვასთან დაიწყო, იგივე კეთდება ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, საქართველო კი გახდა კანდიდატი ქვეყანა.

„თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც პოლიტიკურ სახელმძღვანელოში დავწერე, რომ მსურდა, ხელახლა გამეაქტიურებინა და დამედასტურებინა გაფართოების პროცესი, მაგრამ ხუთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რას გვიმზადებდა ისტორია. პირველ რიგში, ეს იყო პანდემია, რომლის დროსაც აუცილებელი იყო ჩვენი მეზობლებისთვის გადაუდებელი მხარდაჭერის ჩვენება, შემდეგ მოვიდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ეს იყო წყალგამყოფი მომენტი ევროპისთვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა ომი დააბრუნა ჩვენს კონტინენტზე, არამედ იმიტომ, რომ ომმა ყველა ევროპელს გააცნობიერებინა, რამდენად სასწრაფოა ჩვენი კავშირის სისრულეში მოყვანა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაერთიანებთ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ, იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენი კონტინენტისთვის. ჩვენ ამას ისტორია მოგვიწოდებს. მე ვიცი, რამდენად ინტენსიური იყო ბოლო წლები ყველა თქვენგანისთვის. თქვენ მუშაობდით დღე და ღამე ჩვენი კავშირის დასაახლოებლად ჩვენს მეზობლებთან. თქვენ იზრუნეთ უკრაინელების ყველაზე აუცილებელ საჭიროებებზე. თქვენ გაუმკლავდით რუსეთის ომის შედეგებს მთელს ჩვენს რეგიონში, ჩრდილოეთ აფრიკიდან მთიან ყარაბაღამდე. მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთის ენერგეტიკული პაკეტით. თქვენ მხარი დაუჭირეთ კანდიდატ ქვეყნებს მათ ევროკავშირის მისწრაფებებში. თქვენი მუშაობის შედეგები ყველასთვის თვალსაჩინოა. ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ჯერ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შემდეგ უკრაინასთან და მოლდოვასთან. ჩვენ იმავეს გავაკეთებთ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით. საქართველო გახდა კანდიდატი ქვეყანა. არცერთი არ ჩანდა შესაძლებელი და წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო მხოლოდ ხუთი წლის წინ, მაგრამ თქვენ გააკეთეთ ეს. თქვენი თავდადებით და პროფესიონალიზმით. თქვენ დაწერეთ ახალი ფურცელი ჩვენი კავშირის ისტორიაში”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა