საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

ყაზახეთის მოვლენათა "თრიგერი" და ქართული "ურბანული შოვინიზმი"

ნახვები: 1164 ყაზახეთის მოვლენათა "თრიგერი" და ქართული "ურბანული შოვინიზმი"

ყაზახეთის მოვლენათა "თრიგერი" გახდა სოციალური აფეთქება საპორტო-ინდუსტრიულ ქალაქ აქტაუში. კონკრეტული მიზეზი - თხევად გაზზე ფასის გაზრდა 40 თეთრიდან 80 თეთრამდე.

ეს ორჯერ იაფია ვიდრე იმავე საწვავზე ფასი უკრაინაში.
ყაზახეთში მშპ 1 სულზე (GDP Per capita) ორჯერ მეტია ვიდრე საქართველოში - სადღაც $10 000-მდეა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მე მგონი, იმ "აფეთქების" შინაგანი, ანუ სისტემური "აღმძრავი" მაინც უფრო სოციო-კულტურულ სფეროში უნდა ვეძიოთ და არა სოციალ-ეკონომიკურში.
ყაზახეთი ტრადიციულად არაურბანული საზოგადოებაა. ამ მხრივ მისი შედარებაც არ შეიძლება უკრაინასთან და საქართველოსთანაც კი. ბევრად მეტად პასტორალური და არაურბანულია.
ყაზახეთში ურბანზაციის პროცესი სულ რაღაც 50 წლის წინ დაიწყო. სოფლის მოსახლეობა მასობრივად გადადიოდა ურბანულ ცენტრებში. იქ თან მიჰქონდა განსაკუთრებული მენტალობა და სოციალური კულტურა.
ბოლო 25 წლის მანძილზე აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმდა არა ინდუსტრიაში იმდენად, რამდენადაც მომსახურების სფეროში. მაგალითად ტაქსისტებად.
სოციალური კულტურის არაურბანული ფორმა გამორიცხავს რაიმე კომპრომისს ინდუსტრიულ ეკონომიკურ აუცილებლობასთან და პირწმინდა დემაგოგიაა, თითქოს მათთვის არსებითი იყო, ინდუსტრია ნაზარბაევის კლანს ეკუთვნოდა თუ სახელმწიფო იყო.
არა, ამ სოციალური კულტურის წარმომადგენელი უსამართლოდ თვლის თუ ვინმეს უნდა ემსახუროს და არაბუნებრივად თვლის ფასის მომატებას იმიტომ, რომ მიუღებლად თვლის ზოგადად ურბანულ სოაციალურ მიმართებებს.
იმასაც კი, რომ საერთოდ რამე უნდა გადაიხადოს საწვავში. "ორჯერ მეტი" კი არა, საერთოდ რომ რამეს იხდის, ეს უკვე უსამართლობაა და გაუგებარი მისი მენტალობისათვის.
ზუსტად ამ სოციო-კულტურული თავისებურებების გამო ხდებოდა, რომ ბათუმის ურბანულ განვითარებასთან ერთად....... კი არ მცირდებოდა, არამედ იზრდებოდა შესაბამისი სოციალური სტრატის უკმაყოფილება, ვინც ამ ქალაქში "იკვებებოდა".
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და.....ძალიან ფრთხილად შევნიშნავ აქვე, იმ მეგობრებისთვის, ვისაც ძალუძს "რთულად" და პარადოქსულად აზროვნება:
აი ეს....... ქართული "ურბანული შოვინიზმის" გამოვლინებანი: "სოფლელი", "ქალაქელი", "ყანა", "გოროდი", "მე სოფელი ვაფშე არა მაქვს ტო......", " ქალაქელი მხოლოდ ის ხოხობი იყო", "შენ თუ სოფელი არა გაქვს, მაშინ ქართველი კი არა ხარ, იმათი შთამომავალი ხარ, ვინც ეს ქალაქი ააშენა".......ჩვენი მოძმე ერის..... და ა.შ და ა.შ.
სინამდვილეში ძალიან საინტერესო ფენომენია: აი ეს კონფლიქტი, რომელიც ერთხელ (1991-1993წწ) საზარელი სამოქალაქო ომის ერთ-ერთი ცნობიერი კორელანტიც გახდა, ზუსტადაც ამ სოციო-კულტურული კონფლიქტის გამოვლინება იყო!
მე ხომ არ ვამბობ რომელია "კარგი" და რომელი "ცუდი". ასე ნუ გამიპრიმიტივებს ნურავინ გეთაყვა.
მაგრამ ხსენებულ "მიმღებლობა-მიუღებლობას" ღრმა სოციო-კულტურული საფუძვლები ჰქონდა ორი განსხვავებულ სოციალური კულტურას აღრევისას.
ეს ობიექტურად ასეა. ანუ....... როგორ ზიზღსაც არ უნდა იწვევდეს "ურბანული შოვინიზმი", იგი ამ აზრით "უსაფუძვლო" სულაც არ ყოფილა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და თუ "დავწურავთ სათქმელს " რეზიუმეს სახით: ურბანიზაციის გარეშე არც საქართველოს, არც ყაზახეთს და არც სხვა ქვეყნებს მომავალი არა აქვთ. იმიტომ, რომ" საბჭოთა სოფლის მეურნეობა" მკვდარია და ვერც გაცოცხლდება ვერასდროს.
შესაბამისად სოციო-კულტურული კონფლიქტები ამ "ტეხილზე" აბსოლუტურად გარდაუვალია და არც კი ვიცი რა ეშველება ამას ყველაფერს.
ალბათ არც არაფერი.
მიშა რომ ახალი, 100 ათასიანი ქალაქის, ლაზიკას აშენებას აპირებდა იქ აღმოსავლეთ საქართველოდან სოფლელთა გადასახლებით (კი, ზუსტად ასე აპირებდა - მიწებს გამოვისყიდი და მერე იმ მიწებს გავაერთიანებ დიდ მეურნეობებად, როგორც ნიდერლანდშიო) ეს პორტი, თავისთავად წარმატებულიც რომ ყოფილიყო, ის "ქალაქი" მაინც ვერ იქნებოდა! არამედ 1-2 თაობის განმავლობაში დარჩებოდა "უზარმაზარ სოფლად" სოციო-კულტურული თვალსაზრისით და ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა ურბანული სოციალური კულტურის, შესაბამისი მენტალობის, შეგნებისა და მიმღებლობის გამომუშავებას.
გარწმუნებთ, ეს ღია თუ ფარული პრობლემა კიდევ ბევრჯერ შეგვახსენებს თავს. საქართველოშიც, რუსეთშიც და ყაზახეთშიც და ყველგან:
იმ აწ გარდაცვლილი "კომუნისტური წყობის" უმძიმესი მემკვიდრეობა სწორედ ისაა, რომ მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოში, მოსახლეობის დაახლობით 50-60% კვლავინდებურად ცხოვრობს არაურბანულ გარემოში.
ეს უბედურებაა, რომლის გამოსწორებას საუკუნეები დასჭირდება.

დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი, ისტორიკოსი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა