სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

ირაკლი კობახიძე - „ევრონესტის“ რეზოლუციის პროექტში საქმე ეხებოდა საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერას - ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ

ნახვები: 414 ირაკლი კობახიძე - „ევრონესტის“ რეზოლუციის პროექტში საქმე ეხებოდა საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერას - ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ

„ევრონესტის“ რეზოლუციის პროექტში საქმე ეხებოდა საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერას - ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ სწორედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"რეალურად გასაგებია, რაშიც არის საქმე. აქ საქმე ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას. ამაზე იყო საუბარი შესაბამის დოკუმენტში. როცა ასეთ დოკუმენტს არ უჭერს მხარს ოპოზიცია, გასაგებია მათი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ სწორედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებაში აცხადებენ“, რომ „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა