ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს, რომელთა წარმატებული ოპერაციებით ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა!
ევროკომისარი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ – უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ვხსნით
War update: 244 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,120 over past day
Trump ready to back Russia sanctions championed by Senator Graham – CNN
Russian oil refining falls to 21-year low after Ukrainian drone strikes – Bloomberg
Russian air defense units in Crimea facing severe fuel shortages – Atesh
Ukraine receives new F-16 mobile simulators

ევროკავშირს შეუძლია, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის დასახმარებლად, კონკრეტული გეგმის მიხედვით გამოიყენოს

22.03.2024 ნახვები: 471

ევროკავშირს შეუძლია, გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის დასახმარებლად. ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

ლიდერების განცხადებით, აქტივების გამოყენება რამდენიმე თვის განმავლობაში, კონკრეტული გეგმის მიხედვით მოხდება, რომელიც უკრაინისთვის იარაღის შეძენას მოიცავს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, ვიმოქმედოთ ძალიან სწრაფად, რათა ამ თანხის ნაწილი გამოვყოთ უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობისთვის. ეს აჩვენებს, რომ მაგიდის გარშემო მყოფ 27 ლიდერს ვითარების სერიოზულობა ესმით. ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს უკრაინას მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, აღნიშნული წინადადების სწრაფად დამტკიცების შემთხვევაში, რუსული ფინანსური აქტივებისგან მიღებული პირველი მილიარდის გაცემა პირველ ივლისს იქნება შესაძლებელი.

„მე ლიდერებს ვუთხარი, თუ სწრაფად მოვამზადებთ წინადადებას, პირველი მილიარდი უკვე პირველ ივლისს შეგვეძლება, გავანაწილოთ. ასე რომ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს ხელშია. თუ სწრაფად ვიმოქმედებთ, ზაფხულში კონკრეტული ქმედებები იქნება“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა