უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ვახტანგ მეგრელიშვილი - ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არის აბსურდი და ადამიანის უფლებების შემზღუდავი

ნახვები: 553 ვახტანგ მეგრელიშვილი - ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არის აბსურდი და ადამიანის უფლებების შემზღუდავი

ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არის აბსურდი და იდეაში ადამიანის უფლებების შემზღუდავი. საბოლოო ჯამში, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი, იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, რას ნიშნავს პროპაგანდა, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქართული ოცნების" ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" ამ დებატებს წააგებს, რადგან თემა არის საზოგადოებისთვის აბსოლუტურად არაპრიორიტეტული.

„იქ წერია პროპაგანდა. პროპაგანდა არის ისეთი დეფინიცია, რომელიც ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის პროპაგანდა და რა არ არის. შესაბამისად, ის, რაც მე წავიკითხე უბრალოდ ადამიანის უფლების დარღვევაა. ადამიანს აქვს სრული უფლება თავის სხეულს როგორც უნდა ისე მოექცეს, ანუ რაც უნდა ის უქნას. ადამიანს შეუძლია თვითმკვლელობა ჩაიდინოს და იქ, რაც წერია, იმის აკრძალვა საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია. შესაბამისად, მე მგონია, რომ ამ დებატებს „ქართული ოცნება“ წააგებს, იმიტომ რომ თემა არის საზოგადოებისთვის აბსოლუტურად არაპრიორიტეტული და ტექსტი, რომელიც მათ მოამზადეს არის აბსურდი და იდეაში ადამიანის უფლებების შემზღუდავი. საბოლოო ჯამში, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, რას ნიშნავს პროპაგანდა," - განაცხადა მეგრელიშვილმა.

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და კონკრეტული მუხლები დაასახელა, რომელსაც ცვლილებები ითვალისწინებს.

“მუხლი 1. 1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს; 2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ; 3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა; 4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება. 5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს; 6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. 7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. 8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.მუხლი 2.ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა