ჯო უილსონი - ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
23-24 აპრილს საქართველოში იწვიმებს
სალომე ზურაბიშვილი - ვაშა! გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-ისიმუსის ფუნქციას
მიხეილ სააკაშვილი - როგორ მოხდა, რომ „ოპოზიციის ალიანსმა“ განცხადება არ გააკეთა რეალურ პრობლემებზე, სამაგიეროდ იცლის ჩემს გასაკრიტიკებლად
„ოპოზიციის ალიანსი" - საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა
თემურ ქეცბაია თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება
სკოტ ბესენტი - აშშ ირანის პორტების ბლოკადას გააგრძელებს
დონალდ ტრამპი - თუ ჰორმუზის სრუტეს გავხსნით, ირანთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ

ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 52 მილიარდ ლარს გადააჭარბა

25.03.2024 ნახვები: 894

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს თებერვლის თვის ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. კონსოლიდირებული მაჩვენებლების თანახმად, თებერვალში საბანკო კრედიტების მოცულობა 354 მილიონი ლარით გაიზარდა და ბანკების მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 52.2 მილიარდ ლარს მიაღწია. თებერვალში საბანკო კრედიტების მოცულობა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.09%-ით გაიზარდა. ამასთან, კრედიტების შემადგენლობაში 403 მილიონი ლარით გაიზარდა ლარის სესხები, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტების ნაშთი 49 მილიონი ლარით შემცირდა. შესაბამისად, საფინანსო სექტორში ზრდა ძირითადად ლარის კრედიტებში ფიქსირდება.

ეროვნული ბანკის თანახმად, თებერვალში 0.40 პროცენტული პუნქტით გაიზარდა სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი და ის 55.7%-ს შეადგენს.

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.64 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.98%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.46 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.35%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.26%-ით მეტი).

2024 წლის თებერვლის განმავლობაში 0.82%-ით, ანუ 222.80 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 27.38 მლრდ ლარი შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა