ევროკომისარი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ – უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ვხსნით
War update: 244 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,120 over past day
Trump ready to back Russia sanctions championed by Senator Graham – CNN
Russian oil refining falls to 21-year low after Ukrainian drone strikes – Bloomberg
Russian air defense units in Crimea facing severe fuel shortages – Atesh
Ukraine receives new F-16 mobile simulators
Zelensky: Ukraine needs 300 Patriot missiles to defend this winter

ჯონ კირბი - რაფაჰში „ჰამასის“ შესაჩერებლად სამხედრო ოპერაციის გარდა სხვა გზებიც არსებობს

28.03.2024 ნახვები: 484

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რაფაჰში „ჰამასის“ შესაჩერებლად სხვა გზებიც არსებობს, გარდა სამხედრო ოპერაციისა.

როგორც ისრაელის მედია იუწყება, ამის შესახებ კირბიმ channel 12 news-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ საჭიროა „ჰამასის“ უკან დახევა. „ჰამასი“ კვლავ რჩება შესამჩნევ საფრთხედ. ვიცით, რომ რაფაჰში „ჰამასის“ მებრძოლები არიან, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რომ, საბოლოო ჯამში, რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად“, – განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, სწორედ ესაა ის მიზეზი, რის გამოც აშშ-ს სურდა ისრაელელი დელეგაციის მიღება იმისთვის, რომ სხვა გზებზეც ესაუბრათ.

როგორც კირბი აცხადებს, თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს განუცხადა, რომ აშშ ვერ დაუჭერს მხარს სახმელეთო ოპერაციას რაფაჰში, რომელიც იქ მყოფი ხალხის დაცვის და უსაფრთხოების გეგმას არ მოიცავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა