უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

შალვა პაპუაშვილი დეკანოიძეს - ქალბატონო ხატია, ამ დარბაზს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, არანაირ რუსულ კანონს საქართველოს პარლამენტი არ იღებს

ნახვები: 554 შალვა პაპუაშვილი დეკანოიძეს - ქალბატონო ხატია, ამ დარბაზს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, არანაირ რუსულ კანონს საქართველოს პარლამენტი არ იღებს

ქალბატონო ხატია, ამ დარბაზს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, არანაირ რუსულ კანონს საქართველოს პარლამენტი არ იღებს, არც არასდროს მიუღია და არც არასდროს მიიღებს. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „რუსული“ უწოდა.

როგორც დეკანოიძემ სხდომაზე განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ სურს, დემოკრატია დაანგრიოს და ქვეყანას მომავალი წაართვას.

„რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველოში პოლიტიკოსების მოვალეობა ჩვენ თავზე ზრუნვაა და საქართველოში პოლიტიკოსების მოვალეობაა ჩაგრულ ადამიანებზე ზრუნვა. ჩაგრულ ქალებზე, ემიგრაციაზე და ყველა იმ ადამიანზე ზრუნვა, ვის მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ქვეყანა, რომლის გადატეხვაც ახლა უნდა „ქართლ ოცნებას“ ახალი „რუსული კანონმდებლობის“ შემოტანით... თქვენ გინდათ, რომ დემოკრატია დაანგრიოთ და ამ ქვეყანას მომავალი წაართვათ. ეს პოლიტიკური ძალა ხართ თქვენ,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამ განცხადებას ხმაური მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დეკანოიძეს მიმართა: „თქვი, რა არის რუსული და დეკლარირებაში რა არის ცუდი“.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი დეკანოიძეს უთხრა, რომ საქართველოს პარლამენტი არანაირ „რუსულ კანონს“ არ იღებს და არც არასდროს მიუღია.

„ქალბატონო ხატია, მაინც შეგახსენებთ, რომ ამ დარბაზს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ. არანაირ „რუსულ კანონს“ საქართველოს პარლამენტი არ იღებს. არც არასდროს მიღია და არც არასდროს მიიღებს. ეს პათეტიკა, რაც შარშან გაგივიდათ, წელს არ გაგივათ. დაივიწყეთ. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა