მიხეილ სააკაშვილი: რა პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ? უნდა ვილაპარაკოთ განმათავისუფლებელ, წინააღმდეგობის მოძრაობაზე – ამის შემდეგ იქნება არჩევნები
შსს-მ ხუთი არასრულწლოვანი დააკავა – გამოძიებით, მათ მაღაზიებიდან 14 000 ლარზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს
გარემოს ეროვნული სააგენტო: 14-16 ივლისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
გამოიცა გეგე დადიანის ახალი რომანი - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ - წიგნი სიყვარულის უფლებაზე
ილჰამ ალიევი: რუსეთ-უკრაინის ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს – უკრაინელებს ვურჩევ არასდროს შევეგუოთ ოკუპაციას
„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონ დოლარს დააბანდებს – გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება
Russian army loses another 1,600 troops and four air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Defense Forces showcase new strikes on Russian military equipment as part of “Logistical Lockdown”

ნიკა გვარამია - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იმის გამო არ მიიღება, რომ ივნისში, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში იგეგმება მიღება

03.04.2024 ნახვები: 440

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იმის გამო არ მიიღება, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რათა არ იყოს პროტესტი, ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატად,- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სიტყვას ჩალის ფასი აქვს, „ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან და ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფლების მტერია“.

„უმრავლესობის წევრებმა გვითხრეს, რომ დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო. ეს არის ხაფანგი მეგობრებო, კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რათა არ იყოს პროტესტი ამ დროს, ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატად. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ნაკრებს ევროპულ ოჯახში, ასევე შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ქუჩაში გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით, დაწესებულებებში და ნებისმიერ ადგილზე, სადაც შეგვიძლია. მივმართავ საზოგადოებას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სიტყვას ჩალის ფასი აქვს, ნუ ენდობით მათ. ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან, ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფლების მტერია და მიზანს განახორციელებს. მინდა მივმართო დასავლელ პარტნიორებს, ნუ ენდობით „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნების“ სიტყვას აქვს ჩალის ფასი, ოლიგარქია და ტირანია დროებით იხევს უკან, არ თმობს თავისუფლებას, მაინც წაგვართმევს, თუ წინააღმდეგი არ ვიქნებით, თუ თქვენ, ძვირფასო დასავლელო მეგობრებო ბოლომდე არ მიიყვანთ ქართველ ხალხთან ჩვენს საერთო ცივილიზაციურ ბრძოლას. ნუ დავთმობთ საქართველოს, ნუ დავუთმობთ „ქართულ ოცნებას“. „ქართულ ოცნების“ სიტყვას ჩალის ფასი აქვს“, - აღნიშნა გვარამიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით - ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა