მიხეილ სააკაშვილი: რა პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ? უნდა ვილაპარაკოთ განმათავისუფლებელ, წინააღმდეგობის მოძრაობაზე – ამის შემდეგ იქნება არჩევნები
შსს-მ ხუთი არასრულწლოვანი დააკავა – გამოძიებით, მათ მაღაზიებიდან 14 000 ლარზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს
გარემოს ეროვნული სააგენტო: 14-16 ივლისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
გამოიცა გეგე დადიანის ახალი რომანი - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ - წიგნი სიყვარულის უფლებაზე
ილჰამ ალიევი: რუსეთ-უკრაინის ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს – უკრაინელებს ვურჩევ არასდროს შევეგუოთ ოკუპაციას
„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონ დოლარს დააბანდებს – გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება
Russian army loses another 1,600 troops and four air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Defense Forces showcase new strikes on Russian military equipment as part of “Logistical Lockdown”

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი

04.04.2024 ნახვები: 471

უკრაინას ნათლად ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ ეტაპობრივად ვგეგმავთ პარტნიორებთან მუშაობას. უახლოესი თვეები, მაისი და ივნისი უნდა გახდეს უკრაინისთვის აქტიურობის დრო, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს ამ ომში. ჩვენ ნათლად გვესმის, რისთვის ემზადებიან, რა უნდათ რუსეთში, რომ შეკრიბონ ჯარისკაცები და ყველა ჩვენგანს, ჩვენს პარტნიორებს, უნდა გვქონდეს პასუხი რუსეთის ოპერაციებზე, მის ნებისმიერ ოპერაციაზე. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი. ეს არის უკრაინის ისტორიული შანსი, დაარღვიოს რუსული რევანშიზმი და ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით ჩვენი შვილების საიმედო უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოისმინა დეტალური მოხსენება ალექსანდრ სირსკისგან საკვანძო სფეროებში, პოზიციების დაცვასა და გაძლიერებაზე. მათ ასევე განიხილეს თავდაცვის ძირითადი გეგმები და უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქტიური მოქმედებები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა