მიხეილ სააკაშვილი: რა პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ? უნდა ვილაპარაკოთ განმათავისუფლებელ, წინააღმდეგობის მოძრაობაზე – ამის შემდეგ იქნება არჩევნები
შსს-მ ხუთი არასრულწლოვანი დააკავა – გამოძიებით, მათ მაღაზიებიდან 14 000 ლარზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს
გარემოს ეროვნული სააგენტო: 14-16 ივლისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
გამოიცა გეგე დადიანის ახალი რომანი - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ - წიგნი სიყვარულის უფლებაზე
ილჰამ ალიევი: რუსეთ-უკრაინის ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს – უკრაინელებს ვურჩევ არასდროს შევეგუოთ ოკუპაციას
„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონ დოლარს დააბანდებს – გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება
Russian army loses another 1,600 troops and four air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Defense Forces showcase new strikes on Russian military equipment as part of “Logistical Lockdown”

დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება

08.04.2024 ნახვები: 470

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ინიცირებისათვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი წარედგინება. ბიურო მას განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადასცემს.

კანონპროექტი ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული. ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად "ჩაგდებული" პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

ამავე პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს".

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა