კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მეუფე შიო - დღეს ვიხსენიებთ 9 აპრილის ღამეს დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს და ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ერთობა, ურთიერთსიყვარული და თავდადება

ნახვები: 582 მეუფე შიო - დღეს ვიხსენიებთ 9 აპრილის ღამეს დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს და ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ერთობა, ურთიერთსიყვარული და თავდადება

ეს იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება... დღეს ვიხსენიებთ 9 აპრილის ღამეს დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს და ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ერთობა, ურთიერთსიყვარული და თავდადება, ვინაიდან სწორედ ეს თვისებები იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გამთლიანების დიდი საწინდარი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდზე ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს განსაკუთრებული დღეა ყოველი ჩვენგანისთვის.

„ის დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დიდ მწუხარებასთან, ვინაიდან 9 აპრილს ამ ადგილზე განვითარებულ მოვლენებს შეეწირა ოცდაერთი ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ, მეორე მხრივ, დაკავშირებულია დიდ სიხარულთანაც, რადგან ეს იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება.

სიხარული უკავშირდება ასევე იმას, რომ ამ დღიდან ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

თქვენ გახსოვთ, მაშინ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ მართალია, ჩვენ იურიდიულად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ნამდვილი გათავისუფლება ჯერ შორს არის. ამას სჭირდება დიდი შრომა, დარაზმულობა, ურთიერთსიყვარული და ურთიერთგატანა.

მართლაც ასე მოხდა. ამ მოვლენების შემდეგ ჩვენმა ხალხმა ძალიან მძიმე წლები გამოიარა. დღეს ვფიქრობთ, იმ ძნელბედობის ჟამს გვქონდა კი ჩვენ ეს თვისებები - დარაზმულობა, ურთიერთგატანა და ურთიერთსიყვარული?! პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ამ თვისებების ნაკლებობით ჩვენ ძალიან ვცოდავდით, რის გამოც ვიწვნიეთ ბევრი მწუხარება და განსაცდელი.

დღეს ვიხსენიებთ 9 აპრილის ღამეს დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს და ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ერთობა, ურთიერთსიყვარული და თავდადება, ვინაიდან სწორედ ეს თვისებები იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გამთლიანების დიდი საწინდარი.

ღმერთმა აცხონოს სულნი 9 აპრილს დაღუპულთა მონათა და მხევალთა ღვთისათა. ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!-აღნიშნა მეუფე შიომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა