პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

თამარ გაბუნია - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება საჭიროების მქონე ყველა მოქალაქეს შეეხება

ნახვები: 664 თამარ გაბუნია - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება საჭიროების მქონე ყველა მოქალაქეს შეეხება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება შეეხება საჭიროების მქონე საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ეს შეეხება ყველას, მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა კერძო დაზღვევა და როგორია მისი შემოსავალი.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება შეეხება საჭიროების მქონე საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს. მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა კერძო დაზღვევა და როგორია მისი შემოსავალი. 40 000-ზე მეტი შემოსავლის მქონე პირებიც გასული წლიდან უკვე სარგებლობენ ამ კომპონენტით. რაც შეეხება გამოკვლევების ჩამონათვალს. გამოკვლევები მკურნალობის დაწყებისთვის ითვალისწინებს სისხლის ანალიზს, ასევე შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი იმიჯური გამოკვლევები - მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფია, სკანირება და ა.შ. ასევე, მედიკამენტის დანიშვნისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს გენეტიკური კვლევებიც. ამაზე მიდის აქტიური მუშაობა სპეციალისტების მიერ და ჩვენ მათ მიერ წარმოდგენილი ნუსხით გავითვალისწინებთ დაფინანსების საჭიროებას და იმას, თუ რა უნდა დაფინანსდეს”, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ონკოპაციენტების მიმდინარე აქციებს, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის ერთადერთი გადაჭრის გზა არის კონსტრუქციული დიალოგი და საჭიროებების გაზიარება როგორც სამინისტროს მხრიდან, ასევე ყველა იმ სპეციალისტისა და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ვინც ჩართულია ონკოლოგიური პროგრამის პროცესში.

„ერთადერთი გადაჭრის გზა არის კონსტრუქციული დიალოგი და საჭიროებების გაზიარება როგორც სამინისტროს მხრიდან, ასევე ყველა იმ სპეციალისტისა და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ვინც ჩართულია ონკოლოგიური პროგრამის პროცესში. ეს პროცესი არის ღია. ჩვენ გვაქვს მიმდინარე კონსულტაციების რამდენიმე პლატფორმა, ამდენად, გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის ისევ კონსტრუქციული დიალოგი”, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა