Defense Forces showcase new strikes on Russian military equipment as part of “Logistical Lockdown”
Zelensky to attend Anti-Ballistic Missile Coalition, Coalition of Willing meetings in Paris
Trump reacts to Senator Graham’s death: 'One of the greatest people I knew'
US strikes more than 100 targets in Iran
Blackout in Dzhankoi district of Crimea lasts for seven days
ECHR to hold hearing in September on disappearance of children from Crimean care institutions in 2014
Germany to finance purchase of 50,000 strike drones for Ukraine – Reuters
Sikorski: Russia lacks resources to attack Poland but may resort to provocations

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენს მოსამართლე დღეს გამოაცხადებს

12.04.2024 ნახვები: 493

მარტის აქციების დროს დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენს მოსამართლე ხვალ 10:00 საათზე გამოაცხადებს.

მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ 8 აპრილს გავიდა. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოსთან ლაზარეს მხარდამჭერები იკრიბებიან, ვინც მის უსამართლო პატიმრობას აპროტესტებენ.

სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა 21 წლის ლაზარემაც - "ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია - ერთმანეთს ცდებიან ჩვენებებში" - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, რომელსაც ბრალი სწორედ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე წაუყენეს.

ლაზარემ მისი დაკითხვის ეპიზოდიც გაიხსენა, როდესაც ადვოკატზე უარი უთხრეს და ჩვენება ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს. 

ადვოკატები გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინში არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი თქმით, საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება შურისძიების გეგმას ბოლომდე მიიყვანს. ამ შემთხვევაში კი ერთადერთი გამოსავალი შეწყალებაა.

წინასწარ ცნობილია ისიც, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თხოვნა შევა.

ლაზარე გრიგორიადისის დაკავებიდან მალევე, ახალგაზრდა აქტივისტის წინააღმდეგ, სიძულვილის კამპანია დაიწყო,  ახალგაზრდას "ორიენტაციაარეული" უწოდეს. 

ლაზარეს საქმის ქრონოლოგია: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა.

  • 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
  • 8 აპრილს გრიგორიადისისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნა სააპელაციომ დაუშვებლად ცნო და ლაზარე პატიმრობაში დატოვა.
  • გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
  • დაკავებულს ბრალდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით წარედგინა.
  • დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2023 წლის 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისს 2021 წელს მომხდარი ოჯახური ძალადობის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუბარია მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა