სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ვინ რას მოიგებს და წააგებს პარლამენტით ან უპარლამენტოდ?

02.12.2020 ნახვები: 864

„მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი" ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის უპერსპექტივო სჩანს მაქსიმალისტური შედეგის თვალსაზრისით: „ქართული ოცნება" ნებით არ დათანხმდება არც ახალ, არც რიგგარეშე არჩევნებს.  ოპოზიციურ პარტიათა ლიდერები ისე კამათობენ ერთმანეთში, „ახალი პარლამენტის" მიერ შემოდგომით დანიშნული არჩევნები სჯობს თუ „ძველი პარლამენტის" მიერ გაზაფხულზე დანიშნული, თითქოს მთავარი საკითხი უკვე გადაწყვიტეს და ივანიშვილის პარტია ახალ/რიგგარეშე არჩევნებზე დაითანხმეს.

არადა, გაუგებარია, რას ეფუძნება რწმენა, თითქოს არჩევნები გარდაუვალია?! გარდაუვალია ადგილობრივი არჩევნები, რომელიც მართლაც ჩატარდება შემოდგომით. მაგრამ ჯერ-ჯერობით ნიშან-წყალიც არ სჩანს იმისა, „ოცნება" საპარლამენტო არჩევნებს დათანხმდეს და ამით დაუყოვნებლივ განაცხადოს, რომ თმობს ძალაუფლებას!
ეს სწორედაც „ძალაუფლების დათმობა" იქნება, რაკი ქართული საზოგადოების მენტალობიდან გამომდინარე, ასეთი მთავრობა დაუყოვნებლივ იქცევა „წამსვლელად" - „კოჭლ იხვად", ხოლო მომავალი კენჭისყრა, გაზაფხულზე შედგება იგი თუ შემოდგომაზე, მხოლოდ საბოლოოდ „გამოუსვამს დანას".
რეალურად, მმართველი პარტია ორმა გარემოებამ შეიძლება აიძულოს ასეთი ნაბიჯი გადადგას და თავად „გამოისვას დანა" კისერში: ასეულობით ათასმა ადამიანმა ქუჩაში ან დასავლეთის აშკარა ზეწოლამ, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ბელორუსში. შესაძლოა ორივე ფაქტორის კომბინირება ან ის, რაზეც მიანიშნა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც პირველი ფაქტორი განსაზღვრავს და განაპირობებს მეორეს, მსგავსად 2003 წლისა.
ჯერ-ჯერობით კი არც პირველის, არც მეორეს ნიშანწყალი არ სჩანს. გარკვეული აზრით პირიქით: დასავლეთი აშკარად მოწადინებულია შეინარჩუნიოს სტატუს-ქვო და ამის მიზეზი უკვე ცხადია: ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც (ბერლინში, პარიზში.....) ეშინიათ არაპროგნოზირებადი ცვლილებებისა საქართველოში. მათ ნამდვილად არ იციან რა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური „პროგრამით" მოდის ახალი ძალა; იმასაც ვერ ხედავენ, ვინ „მოდის" საერთოდ და ვისთან ექნებათ საქმე. ბიძინა ივანიშვილი კი უკვე „შესწავლილი" და იოლად განჭვრეტადია ორივე მიმართულებით. ზედმეტი თავის ტკივილი ამ რეგიონში დასავლეთს ნამდვილად არ ეპიტნავება.
სხვაგვარად რომ იყოს, იმ დარღვევათა ნახევარი, რაც მონიტორებმა დააფიქსირეს, მაინც საკმარისი იქნებოდა „ერთი სიტყვისთვის" ან ერთი ფრაზისათვის, რაც რევოლუციას „გააპრავებდა". ასეც მომხდარა ბევრგან, თუმცა იმ „ბევრგან" დასავლეთის წინასწრი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც სხვა იყო.
მით უმეტეს „ყარაბაღის" გეოპოლიტიკური მიწისძვრის შემდეგ, როდესაც დასავლეთს არ სურს ახალი რყევები და ნამდვილად არ ცდილობს აღმოჩნდეს ისეთივე არაკომფორტულ სიტუაციაში, როგორც 2008 წელს. ერთი სიტყვით, არ უნდათ „აუტკივარი თავის ატკივება" დამატებითი პასუხისმგებლობით თუ ახალი პრობლემებით.
დასავლელ პარტნიორთა ეს მოტივაცია ძალიან მკაფიოდ და გასაგებად ახსნა პრივატულ საუბარში გამოცდილმა დიპლომატმა სალომე სამადაშვილმა, ვინც კარგად იცნობს დასავლელ კოლეგებს. მათ შორის პირადადაც ბევრს: „ივანიშვილი არაფერს მოითხოვს, თავად დასავლეთის ინტერესებს ყველაფერში ითვალისწინებს (ირანის საკითხში მაგალითად, რაც სინამდვილეში მათთვის უმთავრესია-დ.გ.) და პრობლემებს არ ქმნის".
ეს არის და ეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება „ასეულობით ათას დემონსტრანტს", ამ საკითხების შეფასებისას (მით უმეეტს საქართველოს უახლესი ისტორიის გათვალისწინებით) სამი სოციალური ფენომენი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, სწორედ ფენომენალური თვალსაზრისი: ერთია „ამომრჩეველი", როგორც სოციალური ტიპაჟი, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა, მეორეა „მიტინგზე გამომსვლელი", „დემონსტრაციაში მონაწილეობის მიმღები" და.......ძალიან მნშვნელოვანია მესამე - „რევოლუციონერი" და „შემვარდნი".
პირველი სოციალური კატეგორია საკმაოდ მრავალრიცხოვანია. მან ნამდვილად ხმა მისცა (52%-ით) ხელისუფლების შეცვლას, რაკი ჯამში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხმების ნახევარზე მეტი მიიღო. ხელისუფლება არ შეიცვალა, რაკი „მაჟორიტართა" ხმებით ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა მაინც მოიპოვა.
მეორე კატეგორია უფრო მცირერიცხოვანია. ანუ ის, ვინც არა მხოლოდ ხმა მისცა ოპოზიციას, არამედ მზადაა ქუჩაშიც გამოვიდეს და იდგეს ხანგრძლივად. ამ შედარებით სიმცირეს რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის (ამაზე ფრთხილად მივანიშნებ) გენდერულიც.
რაც შეეხება მესამე, პასსიონარულ კატეგორიას, ვინც მუდამ მზადაა „გამოვარდეს", „შევარდეს". „შეჰყვეს", „გამოაძევოს", რეზინის ტყვიაზე, წყლის ჭავლზე და ხელკეტზე წავიდეს, მან ჯერ უნდა იგრძნოს, რომ ქვეყანაში რევოლუცია ხდება: უნდა შეატყოს, რომ ხელისუფლება საკმარისად შერყეულია, მოფამფალებულია, დავრდომნილია, დასუსტებულია, შეშინებულია, დაჩმორებულია და როგორც კი ამას შეატყობს, მაშინვე გამოვარდება ქუჩაში. არა პირიქით.
ზუსტად ასეთი ატმოსფერო დადგა საქართველოში 2003 წლის ნოემბერში და ამიტომაც მოხდა რევოლუცია.
ამის ნიშნები იყო 2019 წლის ივნისშიც, როცა „ქართულმა ოცნებამ" ისეთი კატასტროფული შეცდომა დაუშვა ვინმე გავრილოვის ჩამოყვანით და „სავარძელში" წამოსკუპებით, კინაღამ სრულად ჩამოიშალა.
დღეს ასეთი ვითარება და ამგვარი ატმოსფერო არ იგრძნობა. მათ შორის „ადგილზე" მყოფი გამოკვეთილი ლიდერის არარსებობისა და „კოვიდ-19 გამო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბევრი თვლის, თითქოს ყველაზე სტაბილურ ვითარებაშიც კი ოცნებისათვის კატასტროფაა ერთპარტიული პარლამენტი. სინამდვილეში სასურველი არ არის, რაკი რა არგუმენტიც არ უნდა მოიყვანონ იმავე დასავლეთთან „ცხრაპარტიულობის" შესახებ, მაინც აღიქმებიან დროთა განმავლობაში „რეჟიმად" და არ დემოკრატიად; თუმცა არც ისეთი კატასტროფაა, ამის გამო ძალაუფლება საერთოდ დათმონ 3 ან 6 თვის შემდეგ.
ამიტომ, თუ ოპოზიცია შესაბამის „ფასს" არ შესთავაზებს, რაც მათთვის მისაღები გამოდგება, არანაირ დათმობაზე ამ საკითხში არ წამოვლენ.
მეორეს მხრივ, „ოცნებაც" ვალდებულია შესთავაზოს ოპოზიციას ისეთი „ფასი", რაც მათ პარლამენტში შემოიყვანს და მისცემს საშუალებას, გაავებული ამომრჩევლების/დემონსტრანტების/რევოლუციონერების თვალში „გააპრავოს" გადაწყვეტილება.
შესაძლოა ასეთი ორმხრივად მისაღები „ფასი" აღმოჩნდეს ფუნდამენტურ რეფორმათა პროგრამა ეკონომიკის და მართლმსაჯულების დარგებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძირეულ გადახალისებასთან ერთად, რაც დაუტოვებს შანსს ოპოზიციას, მოიგოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მანამდე კი ჩვეულებრივ შევიდეს პარლამენტში.
შეგახსენებთ: ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ნგრევა 2002 წლის მუნიციპალური არჩევნებით დაიწყო.
თუ ეს „ფასი" (ანუ იგივე კომპრომისი) ორივე მხარისათვის მისაღები/საკმარისი/ასატანი აღმოჩნდა, ოპოზიცია თავისი რენომესათვის სარისკოდ, თუმცა მაინც შევა პარლამენტში, ხელისუფლება კი ასევე სარისკოდ დადებს მთელს ფსონს მომავალი შემოდგომის ლოკალურ არჩევნებზე.
ოპოზიციას საქმეს ურთულებს უმძიმესი ტაქტიკური შეცდომა, რაც პირველი ტურის შემდეგ დაუშვა, როდესაც მაშინვე უარი თქვა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. არადა, იმ ვითარებაში, როდესაც „ოცნება" მცირედ, თუმცა მაინც შეირყა „მინი გავრილოვის ღამით" (ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან რევოლუციონერთა დარბევით), ოპოზიციურ კანდიდატებს ნამდვილად ჰქონდათ შანსი 17 ოლქიდან 5-6 მაინც მოეგოთ. შესაბამისად, პარლამენტში არჩეულ დეპუტატთა სულ სხვა თანაფარდობა „დალაგდებოდა" და გაერთიანებულ ოპოზიციას ბევრად მეტი არგუმენტი ექნებოდა უფრო დიდი „ფასი" მოეთხოვა კომპრომისის, ესე იგი პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ:
„ოცნების" 90 და 84 მანდატს შორის ძალიან დიდი სხვაობაა! მათ შორის წმინდად ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. ეს იქნებოდა ყველაზე არამდგრადი და „იოლად მოსრიალებადი" უმრავლესობა საქართველოს მთელს უახლეს ისტორიაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პარლამენტის ერთპარტიულობით მთავარი წაგებული კი ქვეყანა დარჩება. ვიმეორებ: როგორ და რითაც არ უნდა აუხსნან „ოცნების" ან ოპოზიციის წარმომადგენლებმა კოლეგებს ვაშინგტონში და ბრიუსელში, თუ რა გახდა ამის მიზეზი, ეს სერიოზულად დააზიანებს NATO/EU-სთან დაახლოების პროცესს. უეჭველად გვეტყვიან ქარაგმულად, დიპლომატიურად ან პირდაპირ: თქვენ ხართ მეორე „ალბანეთი", სადაც ამგვარი მარაზმი ხშირად მომხდარა; ოღონდ ალბანეთისგან იმით განსხვავდებით, რომ ის ევროპის ცენტრშია, თქვენ კი.... „ძალიან შორს" - კავკასიაში, რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის სფეროში.
„ჩვენ ცურვას ვერ გასწავლით, რაკი თავად აქ არც შემოგვიცურავს ჯერ ხეირიანად"

დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი. ისტორიკოსი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა