უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი შეეცდება შეტევა გააძლიეროს, ჩვენ პასუხს გავცემთ

ნახვები: 554 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი შეეცდება შეტევა გააძლიეროს, ჩვენ პასუხს გავცემთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე გაზაფხულისა და ზაფხულისთვის რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ საგარეო და სამხედრო დაზვერვის ანგარიშები მოისმინა.

„ორი მნიშვნელოვანი სადაზვერვო ანგარიში - საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროს ივაშჩენკოსა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროს ბუდანოვისგან - გაზაფხულსა და ზაფხულში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. რისთვის უნდა ვიყოთ მზად შესაძლო მტრული ქმედებების ყველა ფორმატში. აშკარაა, რომ კრემლში სიგიჟე კვლავ ძლიერია, ოკუპანტი შეეცდება გააძლიეროს თავდასხმა და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შტაბის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩასივ-იარისთვის ბრძოლებს, პოკროვსკის და კუპიანსკის მიმართულებით.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უახლოეს კვირებში უკრაინის პრიორიტეტი პარტნიორებთან მუშაობისას საჰაერო თავდაცვა და ფრონტის ხაზზე სამხედროებისთვის იარაღის მიწოდების საკითხები იქნება.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა