ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

მამუკა ხაზარაძე - ბევრი ღალატი გვინახავს, მაგრამ პირველად ხდება, რომ დამოუკიდებელ საქართველოში, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ხელის მოწერით, დოკუმენტურად აფორმებენ ჩვენი ქვეყნის მომავალს რუსეთზე

16.04.2024 ნახვები: 456

ბევრი ღალატი გვინახავს, მაგრამ პირველად ხდება, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელ საქართველოში, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ხელის მოწერით, დოკუმენტურად აფორმებენ ჩვენი ქვეყნის მომავალს რუსეთზე, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამჭვირვალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამასთან, მან მიმართა აქციაზე მობილიზებულ პოლიციელებს, რომ როცა ისინი სახლში მივლენ და მარტო დარჩებიან, მიხვდებიან თუ რა მომავალი ექნებათ მათ ოჯახებსა და შვილებს.

„ჩემო ძმებო, საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როცა ქართველების ხელით ფორმდება ჩვენი ქვეყანა რუსეთზე. თქვენც, როცა სახლში მიხვალთ, და ყველა ჩვენგანი მარტო რომ დავრჩებით მივხვდებით ერთ რამეს: თქვენ, თქვენს ოჯახებს და შვილებს ხვალ რა მომავალი ექნება. ბევრი ღალატი გვინახავს, მაგრამ პირველად ხდება, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელ საქართველოში, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ხელის მოწერით, დოკუმენტურად აფორმებენ ჩვენი ქვეყნის მომავალს რუსეთზე. დუგინი, პესკოვი და პუტინი გაქებს და თავისუფალი სამყარო გეუბნება, რომ ეს არ არის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გზა, იზოლაციაში მოყვები, ეს არ არის შენი შვილების გზა - ამას გეუბნება მთელი მსოფლიო, სადაც ჩვენმა ბიჭებმა სულ რაღაც ორ თვეში ფეხბურთი უნდა ითამაშონ და ჩვენი დროშა უნდა წაიღონ და სიამაყით აწიონ მაღლა.მინდა მივმართო ყველას: ჩემო მეგობრებო, არანაირი კავშირი [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს] გამჭვირვალობასთან არ აქვს. აიღეთ რუსული და ქართული კანონი, ერთ-ერთშია გადმოკოპირებული. რუსეთში არ დარჩა არცერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, დამოუკიდებელი მედია და თავისუფალი, არასამთავრობო საზოგადოება, რომელიც იცავს თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა