პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს - უკრაინაში, სამწუხაროდ, არ გვაქვს თავდაცვის ისეთი დონე, რაც ყველამ ვნახეთ ისრაელში

ნახვები: 502 ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს - უკრაინაში, სამწუხაროდ, არ გვაქვს თავდაცვის ისეთი დონე, რაც ყველამ ვნახეთ ისრაელში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელის სამიტზე შეკრებილ ევროკავშირის ლიდერებს მიმართა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა.

სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ რუსული ძალების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვაზე ისაუბრა, რასაც, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა.

” ეს არის ის, რაც ყოველდღე ხდება უკრაინაში და რაც ასახავს ჩვენს ამჟამინდელ ძირითად საჭიროებას - საჰაერო თავდაცვის საჭიროებას. აქ, უკრაინაში, ევროპის ჩვენს ნაწილში, სამწუხაროდ, არ გვაქვს თავდაცვის ისეთი დონე, რაც ყველამ ვნახეთ ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე დღის წინ, როდესაც, მოკავშირეების ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, თითქმის ყველა რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც თავს დაესხნენ ისრაელს. უკრაინის ცა და ჩვენი მეზობლების ცა თანაბარ უსაფრთხოებას იმსახურებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ამასთან, მან ჩამოთვალა სხვა სამხედრო დახმარება, რომელიც კიევს სჭირდება: "იარაღი ჩვენი ჯარისკაცებისთვის. ჭურვები არტილერიისთვის. სატრანსპორტო საშუალებები. დრონები. ყველაფერი, რაც ხელს უწყობს ფრონტის შენარჩუნებას."

”სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ გვინახავს ევროკავშირის მილიონი საარტილერიო ჭურვი, რომლებზეც ასე ბევრს ლაპარაკობდნენ”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა და ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ივნისში ოფიციალურად დაიწყონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა