პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე დაიწყება

ნახვები: 485 პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე დაიწყება

ახალგაზრდების განცხადებით, რომლებიც რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდენ, დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ კვლავ შეიკრიბებიან.

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან, შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.

მსვლელობისას სტუდენტები სკანდირებდნენ: “საქართველო, საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”.

შეკრებილები ფიქრობენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შესახებ ცნობადობა უნდა გაიზარდოს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ის.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა “დაფიონია".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა