პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება

ნახვები: 439 რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება

ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] უნდა შეჩერდეს. ამის ერთადერთი საშუალება პერსონალურად მისთვის და იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც რუსებს ემსახურებიან, მკაცრი სანქციების დაწესებაა - [დეპუტატები] უნდა დაისაჯონ ივანიშვილის მსახურებისათვის. ივანიშვილი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი 2024-2028 წლების შუალედში არასამთავრობო სექტორისა და მედიის გასანადგურებლად სჭირდება.

„ბიძინა ივანიშვილს ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] 2024-2028 წლების შუალედში არასამთავრობო სექტორისა და მედიის გასანადგურებლად სჭირდება, როგორც ეს მოხდა რუსეთში, ნიკარაგუაში და იმ ავტორიტარულ ქვეყნებს, სადაც ეს კანონი ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] უნდა შეჩერდეს. ამის ერთადერთი საშუალება პერსონალურად მისთვის და იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც რუსებს ემსახურებიან, მკაცრი სანქციების დაწესება და რომლებიც აკეთებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმეს, რათა ქვეყნის განვითარება ააცილონ ევროპის გზას. ეს დეპუტატები, მათი ოჯახის წევრები, არ უნდა შეუშვან დასავლეთის ქვეყნებში. უნდა დაუყადაღონ ანგარიშები და ბინები, რომლებიც ყოველ მეორეს აქვს დასავლეთში. უნდა დაისაჯონ ივანიშვილის მსახურებისათვის. ივანიშვილი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა ამ თემისა, დეპუტატმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფშორულ ზონაში „თავს მშვიდად ვერ გრძნობს“.

„დემაგოგიურად აცხადებენ, რომ თუ სხვები გაათეთრებენ ფულს, ინვესტიციები შემოდისო. ინვესტიციები კი არ შემოდის, საქართველო ხდება ფულის გათეთრების ზონა. შავი ფული შემოვა, გათეთრდება და ეს წავა უკვე დასავლეთში გარეცხილი. ეს არის ფულის გარეცხვა და არა ის, რომ ინვესტიციებად დაბრუნდება ეს სიმდიდრე საქართველოში. ეს საშინელი კანონია და რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რაშია საქმე. მე-8 წელია პარლამენტში ვარ და არ მახსოვს, რამდენიმე დღეში კანონი მიეღოთ. რატომ? რატომ ჩქარობენ? იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფშორულ ზონაში თავს მშვიდად ვერ გრძნობს, დასავლეთის მართლმსაჯულებამ იქაც მიაგნო. ეტყობა უნდა, რომ სასწრაფოდ გამოექცეს და აქ ფინანსური ციხესიმაგრე შეიქმნას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა