პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

მამუკა ხაზარაძე - მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს: დაგმეთ და წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას!

ნახვები: 497 მამუკა ხაზარაძე - მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს: დაგმეთ და წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას!

მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, როგორც არასდროს, ისეა საჭირო გაერთიანება და „რუსული კანონის“ დაგმობა! დაგმეთ და წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას! - ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენმა შვილებმა რუსეთის გუბერნიაში გაიღვიძონ!, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ნათელია, რომ „რუსული კანონი“, რომლის მიღება პირდაპირი სვლაა რუსეთისკენ, სრულად დაგვაშორებს ევროპას და ევროპულ პერსპექტივას.

„მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც, ბოლო 30 წლის განმავლობაში უამრავი სირთულის, ომების და სხვადასხვა გამოწვევების ფონზე, მაინც მოვახერხეთ, ალბათ, შეუძლებელიც, შევქმენით წარმატებული კომპანიები, დავასაქმეთ ათასობით ადამიანი. ჩვენი კომპანიების წყალობით ივსებოდა და ივსება ბიუჯეტი, ამ ბიუჯეტით კი - ფინანსდება ჩვენი ჯარი, პოლიცია, რიგდება პენსიები, მასწავლებლების ხელფასები, იგება გზები და უამრავი რამ. ჩვენ გავუძელით თითქმის ყველა მთავრობის შემოტევას. საუბედუროდ, ამ ბიუჯეტს დღეს კორუფციონერი პოლიტიკოსები ჭამენ.

თითქმის ყველა წარმატებულ ბიზნესს ვიცნობ საქართველოში, გიცნობთ თქვენ, ვინც ამას ყოველდღიური შრომით, თქვენს თანაგუნდელებთან ერთად აშენებთ. ოთხი წელია ამ სფეროს სრულად ჩამოვშორდი, ახლა პოლიტიკაში ვარ და ერთი მიზანი მამოძრავებს - ჩემმა ხუთმა შვილმა, ისევე, როგორც ყველა თქვენგანის შვილებმა, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში იცხოვრონ.

ჩვენ საბჭოთა კავშირი გვახსოვს და არავის გვინდა იქ დაბრუნება. ასევე ნათელია, რომ ეს „რუსული კანონი“, რომლის მიღება პირდაპირი სვლაა რუსეთისკენ, სრულად დაგვაშორებს ევროპას და ევროპულ პერსპექტივას. ამის შესახებ მკაფიოდ გაგვაფრთხილეს ამერიკიდან, ევროპის ყველა ტრიბუნიდან, თითქმის ყველა თქვენგანის შვილები ევროპაში იღებენ განათლებას, ყველა თქვენი ძირითადი ბიზნეს კავშირი და პარტნიორი ევროპულია.

თქვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში ფინანსების, მათი წარმოშობის და მოძრაობის გამჭვირვალობის საკითხი არ დგას, რაზეც "ოცნების" ხელისუფლება აპელირებს. ეს ბლეფია, ეს მიზეზია, მიზეზი, რომ გაკონტროლდეს თავისუფალი აზრი, დაწესდეს ცენზურა და დამყარდეს ტოტალური კონტროლი, ის, რაც მოხდა რუსეთში.

ახლა სხვა გამოწვევაა, ახლა ქვეყნის გეოპოლიტიკურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე. ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენმა შვილებმა რუსეთის გუბერნიაში გაიღვიძონ!

მოგმართავთ, როგორც არასდროს, ისეა საჭირო გაერთიანება და „რუსული კანონის“ დაგმობა. დაგმეთ და წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას! არა, „რუსულ კანონს“! ჩვენი შვილების გვერდით დავდგეთ და ერთად გავიმარჯვოთ! თქვენი სიტყვა გადამწყვეტია!“ - წერს ხაზარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა