ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ხატია დეკანოიძე - არ გამოვა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ბიძინა ივანიშვილის სამფლობელო

30.04.2024 ნახვები: 470

გუშინ ძალიან ბევრმა ადამიანმა იხილა სცენაზე ადამიანი, რომლის წინ სახელდახელოდ ხელოვნურად ჰყავდათ პარტიული აქტივი მობილიზებული იმისთვის, რომ ტაში დაეკრათ; მე ვიხილე სუსტი, უფერული ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა პრობლემები აქვთ დღეს საქართველოს მოქალაქეებს; მე ვიხილე ადამიანი, რომელმაც იკადრა, თავისი ოჯახის წევრი, მილიარდერი ადამიანი ჩაუყენა ამ გაუბედურებულ, მართლა კაპიკებზე მცხოვრებ ადამიანებს წინ,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, მან გუშინ თავად გაიარა აქციაზე და ნახა ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ, რა მიზნით ჩამოიყვანეს თბილისში.

„პირველ რიგში, მინდა, ჩვენს თავდაცვის ძალებს მივულოცო დღევანდელი დღე. ისინი არიან ჩვენი მთლიანობის, ერთობისა და დამოუკიდებლობის გარანტი და ნამდვილად იმსახურებენ საუკეთესოს და იმსახურებენ დემოკრატიულ, ერთიან, ევროპულ და რაც მთავარია, პატრიოტულ საქართველოში ცხოვრებას. აი, ჩვენი ჯარისკაცები ნამდვილად არ იმსახურებენ იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ იმ მოწყობილ სცენაზე, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში იცავდა პოლიცია და შემდეგ თქვენს საკუთარ მოწყობილ სცენას, კინოლოგიური სამსახურით ამოწმებდით, იმიტომ, რომ თქვენსავე პოლიციას არ ენდობოდით. მე გავიარე გუშინ ამ ხალხში, თქვენგან განსხვავებით, შემოფარგლულ ადგილას რომ იყავით და სცენაზე ბიძინა ივანიშვილის უკან ვინ დადგებოდა, ამაში ეცილებოდით ერთმანეთს, რომ კარგად გამოჩენილიყავით თქვენი პატრონის უკან. ეს იყვნენ ჩამოყვანილი ადამიანები, რომლებსაც უამრავი პრობლემა დახვდებოდათ სახლში კვლავ. ბორჯომიდან, თელავიდან, ყვარლიდან, გურჯაანიდან, აჭარიდან ჩამოიყვანეთ მასწავლებლები და ბაღის მასწავლებლები, მიატოვებინეთ სკოლის მოსწავლეები, იმისთვის, რომ ერთი საათი ბიძინა ივანიშვილისთვის მოესმინათ. მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის ამ ადამიანების გულისტკივილის. ყველა მეუბნებოდა, რომ ეს ღონისძიება რისთვის იყო ვერ გაეგოთ და არ იცოდნენ რეალურად, მაგრამ, სცენაზე მათ დაინახეს შეშინებული ადამიანი, რომელმაც საკუთარი პარანოიდალური შიშის გამო, მთელი დასავლურ სამყაროს, ცივილიზაციას ომი გამოუცხადა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი შეფასებით, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოუცხადა საკუთარ თავს და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ქართველი სამხედროები შეეწირნენ.

„ივანიშვილმა ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს და ჩვენი ქვეყნის იმ ღირებულებებს, რომლის გამო ძალიან ბევრმა ჯარისკაცმა, თვითონ ანწუხელიძემ, თავი გასწირეს. მე საზოგადოებას მინდა მივმართო, გუშინ ჩვენ ვიხილეთ ადამიანი, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ სპეცრაზმს, რომელსაც ჰგონია, რომ ადმინისტრაციული რესურსით რაიმე ერთიანობის შეგრძნების გაჩენა შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებში. გუშინ ძალიან ბევრმა ადამიანმა იხილა სცენაზე ადამიანი, რომლის წინ სახელდახელოდ ხელოვნურად ჰყავდათ პარტიული აქტივი მობილიზებული, იმისთვის, რომ ტაში დაეკრათ, იმიტომ, რომ იქ ვიდექი და არავინ საერთოდ ტაშს არ უკრავდა. მე ვიხილე სუსტი, უფერული ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა პრობლემები აქვთ დღეს საქართველოს მოქალაქეებს. მე ვიხილე ადამიანი, რომელმაც იკადრა, თავისი ოჯახის წევრი, მილიარდერი ადამიანი ჩაუყენა ამ გაუბედურებულ, მართლა კაპიკებზე მცხოვრებ ადამიანებს წინ და ეს ცოტნე ივანიშვილი მოუძღოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სახლში რა მიეტანათ საღამოს, შიმშილით დაუძლურებული საკუთარი შვილებისთვის, არ იცოდნენ. ჰოდა, მე მინდა ყველას მივმართო, ვინც გუშინ იყო, ვინც გუშინწინ იყო, ჩვენ ყველა ვართ საქართველოს მოქალაქეები - არ გამოვა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ბიძინა ივანიშვილის სამფლობელო, არ გამოვა, რომ ეს ქვეყანა იყოს მისი ფულის გასარეცხი, ოფშორის სამფლობელო, რომ თქვენ დაავალდებულოთ საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ დემოკრატიას აღარ დაუჭიროს მხარი ამ ქვეყანაში, არ გამოვა საქართველო, რომელიც იქნება პატარა რუსეთი“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა