ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

თინა ბოკუჩავა „ოცნების“ დეპუტატებს - თქვენი დრო ამოიწურა!

30.04.2024 ნახვები: 477

გუშინ, ჩვენ „რუსული სამთავრობო მარში“ ვიხილეთ, სადაც ადამიანები ძალდატანებით, მოტყუებით, მოსყიდვით საქართველოს რეგიონებიდან ჩამოყვანილი გყავდათ, სადაც ჩაწერილი ტაშის ფონზე ბიძინა ივანიშვილს დაცარიელებულ რუსთაველზე სიტყვით გამოსვლა უწევდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მხარდასაჭერ შეკრებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის 26 ოქტომბერი იქნება თარიღი „შიმშილის, უპერსპექტივობის, იძულებით ემიგრაციაში 100 ათასობით საქართველოს მოქალაქის ყოფნის“ დასასრულის.

„რატომ დაკარგეთ ხალხის ნდობა? რატომ დაკარგეთ, მათ შორის იმ ადამიანების ნდობა, რომლებმაც შესაძლებელია 2012 წელს მოგცეს ხმა? - იმიტომ, რომ თქვენ ქვეყნის ევროპულ კურს ღიად გადაუხვიეთ და თქვენ ცდილობთ ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი წაართვათ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ყოველწლიურად საქართველოს მოქალაქეები ტოვებენ. იმიტომ, რომ შეუძლებელია გაღარიბებულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პერსპექტივა არ არსებობს, არ არსებობს სამუშაო ადგილი და ერთადერთი შანსი არის საჯარო სექტორში მუშაობა, სადაც ძალდატანებით ადამიანებს ტაშის დამკვრელებად ამუშავებენ. აიძულებთ ბაღის, სკოლის მასწავლებლებს საკლასო ოთხები დატოვონ და თბილისში ტაშის დამკვრელებად ჩამოვიდნენ, მაგრამ ამაზეც ამ ადამიანებმა უარი თქვეს. იმიტომ, რომ ძალიან კარგად ესმით, რომ თქვენ ცდილობთ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი წაართვათ. რამხელა ცინიზმია, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ილიას სიტყვებით საუბრობს ან მერაბ კოსტავას ციტირებს. მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავარი სიწმინდე მისი ფულია და მხოლოდ და მხოლოდ მისთვის ამ მთავარი სიწმინდის დასაცავად მისი რუსეთში ნაშოვნი შავი, ბინძური ფულის დასაცავად მთელ ქვეყანას იყენებს. ის კანონებს იყენებს და გიყენებთ თქვენ. თქვენც მონურ მორჩილებაში ხართ, ამ მონური მორჩილების დასასრული იქნება სწორედ 26 ოქტომბერი. ეს იქნება დასასრული შიმშილის, უპერსპექტივობის, იძულებით ემიგრაციაში საქართველოს 100 ათასობით მოქალაქის ყოფნის, რომელსაც საქართველოში დაბრუნების ეშინია. იმიტომ, რომ იცის, რომ საქართველოში ნორმალური ცხოვრების პერსპექტივა არ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ თქვენი დრო ამოიწურა. გუშინდელი რუსული მარში, სადაც ძალდატანებით მოყვანილი ადამიანები, რომელთაც ასევე, შიათ, რომლებიც მოისყიდეთ, მოატყუეთ, შეაშინეთ, მათ შორის სამსახურის დაკარგვით, მათი არჩევანიც უკვე ნათელია, მთელი საქართველოს არჩევანი ნათელია. არჩევანი არის ევროპა და არა რუსული კანონი, არა რუსული მთავრობა, არა რუსი ივანიშვილი, არა რუსული ფული, რომლის შემოტანასაც აქ ივანიშვილი ცდილობს ყოველგვარი გადასახადების გარეშე. არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი, კეთილდღეობა, თავისუფლება და ღირსება ევროპაში, თუ სიღარიბე და მონობა აქ, ივანიშვილის საქართველოში“, - განაცხადა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა