ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

გია ვოლსკი - თუ ვინმეს არ აწყობდა ადამიანების ასეთი სასტიკი ცემა, ეს არის „ქართული ოცნება“

09.05.2024 ნახვები: 484

რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, არა მარტო ცემაზე, არამედ მკვლელობაზე და მათ ეს არ შეეშლებათ - მცემლებიც, პროვოკატორებიც უნდა მოიკითხოთ იმ ჯგუფში, რომელიც ამაში გამოცდილია, რომელსაც მოუკლავს კიდეც, უწამებია კიდეც და დღესაც სისხლიანი ხელებით დგანან და ბავშვების კისერზე შემომსხდრები პოლიტიკაში სადავეების ხელში აღებას ცდილობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გუშინ მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტები შეაფასა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს არ აწყობდა ამ ადამიანების სასტიკი ცემა, ეს არის "ქართული ოცნება" და თუ ვინმეს შეუძლია ამის განხორციელება, ეს არის ყველაფერზე წამსვლელი რადიკალური ოპოზიცია.

"ძალიან მძიმეა ეს შემთხვევა. ერთადერთი, რამაც შეიძლება "ქართული ოცნების" იმიჯი დააზიანოს, არის თავდასხმები. ეს თავდასხმები გადაღებულია და ყველა საერთაშორისო დონეზე გაშვებულია. მათ შორის, ევროპარლამენტარები იყენებენ თავის რიტორიკაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს თემა უკვე შედგა. აქედან გამომდინარე, პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ არ შეიძლება ვიღაცა თავს დაესხას კონკრეტულ ადამიანს და ზედ თან დასძახოდეს, რომ "შენ რომ ე.წ. "რუსულ კანონს" მხარს არ უჭერ, ამიტომ გცემო". აბსოლუტური სისულელეა. რაც შეეხება ასეთ სასტიკ ცემას - ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი, არა მარტო ცემაზე, მკვლელობაზეა წამსვლელი და მათ ეს არ შეეშლებათ. ათასჯერ აქვთ განხორციელებული. ვინ ხალხს და რადიკალურ ოპოზიციას. თუ ვინმეს არ აწყობდა დღეს ამ ადამიანების ასეთი სასტიკი ცემა, ეს არის "ქართული ოცნება" და თუ ვინმეს შეუძლია ამის განხორციელება, ეს არის ყველაფერზე წამსვლელი რადიკალური ოპოზიცია. შეიძლება ყველა არა, მაგრამ გარკვეული ჯგუფი არსებობს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ "ქართული ოცნების" დისკრედიტაცია მოხდეს, მით უმეტეს, ამ 11 მაისის შეხვედრის წინ," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმების ცნობით, მას ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კვლევები უტარდება. ამასთან, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაშა ღვინიანიძესაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა