ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ჯიმ ობრაიენი - ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს

11.05.2024 ნახვები: 434

ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის დასავლეთისკენ, უნდა ჩაატაროს სრული და დამოუკიდებელი გამოძიება.

„ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს. ჩვენ ამას ვგმობთ. ქვეყანა, რომელიც გეგმავს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ სვლას ჩაატარებს სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას“, - განაცხადა ჯიმ ობრაიენმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯიმ ობრაიენი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა.

მათივე განმარტებით, საქართველოში ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შეხვდება, რა დროსაც გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილის მიმართ ჰქონდეს მშვიდობიანი, კეთილდღეობის მქონე, დაცული ევროატლანტიკური მომავალი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა