უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

თეატრალურის სტუდენტები: ვიფიცებით, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს

ნახვები: 554 თეატრალურის სტუდენტები: ვიფიცებით, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს

გაფიცულებს უერთდებიან თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები. გავრცელებულ საერთო მიმართვაში მოუწოდებენ ლექტორებს და აკადემიურ პერსონალს, დადგნენ მათ გვერდით და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გააძლიერონ. 

"საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით საერთო სტუდენტურ გაფიცვას რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით. მიგვაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ფატალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს.

ჩვენ, პროტესტის დაწყების დღიდან, თავდაუზოგავად ვიცავთ ჩვენს თავისუფლებასა და დემოკრატიას. მიუხედავად სასტიკი დარბევების, ძალადობის, დევნისა და ტერორისა, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. არ გვინდა, რომ ჩვენი ყოველდღიურობა მოცული იყოს შიშით, კონტროლითა და ძალადობით, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ცხადად ვხედავთ.

ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე სტუდენტებს ძალადობრივი დარბევებისგან თავის დასაღწევად თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში მოგვიწევდა თავის შეფარება. ახლა, როცა ხელისუფლება იღებს კანონს, რომელიც გვიზღუდავს ჩვენი პროფესიებისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას, შემოქმედებით თავისუფლებას, ჩვენთვის წარმოუდგენელია სასწავლო პროცესის გაგრძელება.

ამიტომ ჩვენ ვიფიცებით და უარს ვამბობთ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე, სანამ პარლამენტი რუსულ კანონს არ გაიწვევს, საქართველო კი - ევროპულ გზას არ დაუბრუნდება.

მივმართავთ თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორებსა და აკადემიურ პერსონალს, დადგნენ ჩვენ გვერდით და გააძლიერონ ბრძოლა ჩვენი საერთო მომავლისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის. მოიქეცით ისე, რომ თქვენი ამჟამინდელი პოზიციით იამაყოთ", - აცხადებენ სტუდენტები. 

ამ ეტაპზე აუდიტორიაში სწავლების განახლებაზე უარს 10-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას უერთდება. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა