საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

პრემიერი - პარლამენტთან ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას

ნახვები: 494 პრემიერი - პარლამენტთან ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას

პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას - პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების მისვლა და პროტესტის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვის ფაქტი.

პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომ ითხოვდა საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსული კანონის მიღებას.

„რაც შეეხება იმას თუ რა ხდება სცენაზე, როდესაც გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, ამას ვითხოვდით ჩვენ ამ ე.წ. რუსული კანონით, ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა და დღეს ჩვენ სცენაზე, პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას - პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია, დანარჩენზე საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა