გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

რატომ არ ნახა უშუალოდ ლევან იოსელიანმა დავით ქაცარავა - სახალხო დამცველი, როგორც ინსტიტუცია ყველასთან მივა

ნახვები: 788 რატომ არ ნახა უშუალოდ ლევან იოსელიანმა დავით ქაცარავა - სახალხო დამცველი, როგორც ინსტიტუცია ყველასთან მივა

ბატონო ლევან, ჩვენ ვნახეთ, რომ  თქვენ მალევე მიბრძანდით კლინიკაში ლევან ხაბეიშვილის სანახავად, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით პოსტიც კი გამოაქვეყნეთ, რომ „ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს." მაგრამ დღეს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ დავით ქაცარავასთან, თქვენი  წარმომადგენელი გაგზავნეთ. როგორ ფიქრობთ, თქვენი ვიზიტი აუცილებელი არ არის უშუალოდ, დავით ქაცარავასთან აუცილებელი?

-დავით ქაცარავასთან კი არა, 150-მდე ადამიანთან ვარ ნამყოფი უშუალოდ დაკავების იზოლატორებში, დავით ქაცარავა რატომ იქნებოდა გამონაკლისი. ჩემს წარმომადგენელს ვესაუბრე და მითხრა რომ საოპერაციოდ ჰყავდათ შეყვანილი. მისი ნახვა ჯერ ჩემმა წარმომადგენელმაც ვერ მოახერხა, ფიზიკურად რომ ინფორმაცია მივიღოთ მისგან. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის დავით ქაცარავა იქნება, ალეკო ელისაშვილი თუ ნებისმიერი სხვა. შეიძლება ყველასთან ფიზიკურად ვერ მივიდე, თუმცა სახალხო დამცველი, როგორც ინსტიტუცია ყველასთან მივა.

კითხვა იმიტომ დაგისვით, ბატონო ლევან, რომ თუ ფოტოს ნახავდით, იმასაც ადვილად აღმოაჩენდით რატომ უნდა გენახათ დავით ქაცარავა უშუალოდ თქვენ, მისი მდგომარეობა მართლაც რომ უმძიმესი არის/იყო.

-მე მგონი ის განცხადება და შეფასება უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც ქაცარავასთან დაკავშირებით გამოვაქვეყნეთ.

ინტერვიუ სრულად - სახალხო დამცველი არის იქ სადაც უნდა იყოს და აკეთებს თავის საქმეს ახლა - ლევან იოსელიანი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა