War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება

03.06.2024 ნახვები: 880


პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის შესახებ მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, რაზეც ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა.

„საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც შესაბამის პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება, დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება. მინდა შეგახსენოთ, რომ ხელშეკრულების დადების შემდგომ დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო კომპანიის წილი იქნება 51%, ხოლო კონსორციუმის წილი იქნება 49%. ასევე, პარალელურად უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები უკვე ძალიან მალე დაიწყება. პირველი ფაზის საორიენტაციო-საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ დოლარი და ამ ფაზის დასრულების შემდეგ პორტი 600 000 კონტეინერს მიიღებს. ეს არის 7,8 მლნ ტონა ტვირთის გატარების რესურსი.

როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ასევე საქართველოს დამაკავშირებელი ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენი ქვეყანა ერთმანეთს ისტორიულად აკავშირებდა ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ამ პორტის მშენებლობით, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ჩვენი ქვეყანა ახალ განსაკუთრებულ რესურსს შეიძენს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა